მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რატი იონათამიშვილი: თუ აქამდე გვებრძოდნენ ევრობიუროკრატები, ევროპელი კრიმინალები ჩაერთნენ ამ საქმიანობაში
რატი იონათამიშვილი: თუ აქამდე გვებრძოდნენ ევრობიუროკრატები, ევროპელი კრიმინალები ჩაერთნენ ამ საქმიანობაში

რატი იონათამიშვილი: თუ აქამდე გვებრძოდნენ ევრობიუროკრატები, ევროპელი კრიმინალები ჩაერთნენ ამ საქმიანობაში

იმედი|imedinews.ge

თუ აქამდე გვებრძოდნენ ევრობიუროკრატები, ევროპელი კრიმინალები ჩაერთნენ ამ საქმიანობაში, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

წამყვანმა ჰკითხა, რა მიზანი უნდა ჰქონდეს საქართველოს მიმართ პოლონური ხაზის გააქტიურებას - იქნება ეს ევროპარლამენტი, თუ პოლონეთის საგარეოს მხარდაჭერით ქართულენოვანი მაუწყებლობის ამოქმედება.

„თუ აქამდე გვებრძოდნენ ევრობიუროკრატები, ევროპელი კრიმინალები ჩაერთნენ ამ საქმიანობაში. ვნახეთ ორი [ მარიუშ კამინსკი და მალგოჟეტა გოშევსკა] ისეთი ოდიოზური ფიგურა, რომელსაც საკმაოდ კრიმინალური ბიოგრაფია აქვს ქვეყანაში და ისინი ერთ-ერთი ინიციატორები არიან საქართველოში სიტყვის თავისუფლების ჩახშობის. თავის საწადელს ვერ მიაღწევენ, მაგრამ ის ფაქტი, რომ ასეთი კრიმინალური წარსულის ადამიანები არიან აქტიურები ამ პროცესში, გონივრულ ეჭვებს აჩენს, რომ მათ უკან კორუფციული სქემებიც დგას.

ჩვენ ეს არ გაგვიკვირდება, რადგან გვახსოვს „კატარგეიტი“ ევროკავშირში, სხვადასხვა კორუფციული სქემა, რომლითაც დასტურდება, რომ ადამიანები, რომლებიც ევროპულ საქმეს უნდა ემსახურებოდნენ, სინამდვილეში საკუთარ ჯიბეებს ემსახურებიან. კონკრეტული სამართლებრივი შედეგებიც დადგა. არ გამიკვირდება, რომ ეს ორი ადამიანი, რომელიც დღეს განსაკუთრებით აქტიურობს, მათ შორის „იმედის“, ქართულ მედიის წინააღმდეგ, გავიდეს დრო და გავიგოთ, რომ მათ პირადი ინტერესები ჰქონდათ და ეს ინტერესები არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ იმით, რომ ეს ადამიანები დაახლოებულები არიან ჩვენი ქვეყნის მასშტაბურ კრიმინალთან და დამნაშავესთან მიხეილ სააკაშვილთან“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი