მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რატი იონათამიშვილმა შშმ პირთათვის მომსახურებების მისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხზე გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
რატი იონათამიშვილმა შშმ პირთათვის მომსახურებების მისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხზე გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

რატი იონათამიშვილმა შშმ პირთათვის მომსახურებების მისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხზე გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

იმედი|imedinews.ge

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სახელმწიფო მომსახურებების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, ასევე შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და შშმ თემის წარმომადგენლებმა.

„დისკუსიის ფარგლებში შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც მიზნად ისახავს შშმ პირთათვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაუმჯობესებას. ასევე იმსჯელეს აღნიშნული ინიციატივების პრაქტიკაში დანერგვის შესაძლებლობებსა და უახლოეს პერიოდში განსახორციელებელ ნაბიჯებზე.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე 2021 წლიდან ფუნქციონირებს. მისი მთავარი ფუნქციაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ასევე საკოორდინაციო კომიტეტისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.

სამუშაო შეხვედრა მნიშვნელოვანი პლატფორმაა მხარეებს შორის გამოცდილებისა და მოსაზრებების გაზიარებისთვის, რაც შშმ პირთათვის სახელმწიფო სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი