მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: აშშ-მა ჩინეთის ტექნოლოგიური გიგანტები BYD, Baidu და Alibaba იმ კომპანიების სიაში შეიყვანა, რომლებიც ჩინეთის სამხედრო ძალას ეხმარებიან
Reuters: აშშ-მა ჩინეთის ტექნოლოგიური გიგანტები BYD, Baidu და Alibaba იმ კომპანიების სიაში შეიყვანა, რომლებიც ჩინეთის სამხედრო ძალას ეხმარებიან

Reuters: აშშ-მა ჩინეთის ტექნოლოგიური გიგანტები BYD, Baidu და Alibaba იმ კომპანიების სიაში შეიყვანა, რომლებიც ჩინეთის სამხედრო ძალას ეხმარებიან

იმედი|imedinews.ge

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩინური ელექტრონული კომერციის გიგანტი Alibaba, ინტერნეტ-საძიებო კომპანია Baidu და ავტომწარმოებლები BYD და NIO იმ კომპანიების სიაში შეიყვანა, რომლებიც, ვაშინგტონის შეფასებით, პეკინის სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას უწყობენ ხელს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ამ ნაბიჯმა, შესაძლოა, კიდევ უფრო გაამწვავოს ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის.

განახლებული სია, რომლის გამოქვეყნებასაც დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ, 2025 წლის დასაწყისში შედგენილ ვერსიას ჩაანაცვლებს. ის გამოქვეყნდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შორის პეკინში გამართული შეხვედრიდან ერთ თვეზე ნაკლებ დროში. შეხვედრაზე მხარეებმა სავაჭრო ომის ფონზე მიღწეული მყიფე ზავი შეინარჩუნეს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აღნიშნული სია დისკრიმინაციულია და ჩინური კომპანიების მიმართ „უსაფუძვლო ზეწოლას“ წარმოადგენს. სამინისტრომ ვაშინგტონს მოუწოდა „შეცვალოს თავისი მცდარი პრაქტიკა“.

„ჩინეთი მიიღებს აუცილებელ ზომებს, რათა მტკიცედ დაიცვას ჩინური კომპანიების კანონიერი უფლებები და ინტერესები,“ - განაცხადა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ლინ ჟიანმა.

სააგენტოს ცნობით, განახლებულ სიაში ახლა ჩინეთის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების ფართო სპექტრია წარმოდგენილი. აშშ მიიჩნევს, რომ ეს კომპანიები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ პეკინის სამხედრო და სამრეწველო შესაძლებლობების განვითარებაში. ეს ნაბიჯი ასახავს ვაშინგტონის მზარდ უსაფრთხოების შეშფოთებას ორ ქვეყანას შორის გამწვავებული გეოპოლიტიკური კონკურენციის პირობებში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამხედრო

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 72 სტატია.

  • გვიან ღამით აშშ-მა ირანის წინააღმდეგ საპასუხო სამხედრო დარტყმები განახორციელაBM.GE
  • ტრამპი ირანს მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში სამხედრო მოქმედებების განახლებით ემუქრებაფორმულა
  • აზოვსა და ტაგანროგში დრონებმა ნავთობბაზებს, სამხედრო-სამრეწველო ქარხანასა და ნავთობტერმინალს დაარტყესტვ პირველი
  • ირანის სამხედრო და სტრატეგიულ ობიექტებზე იერიშები გრძელდებარუსთავი 2
სამხედრო →

მსგავსი სტატიები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი