მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. მაშველები დანგრეული სავაჭრო ცენტრიდან ადამიანების გამოყვანას ცდილობენ
Reuters: იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. მაშველები დანგრეული სავაჭრო ცენტრიდან ადამიანების გამოყვანას ცდილობენ

Reuters: იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. მაშველები დანგრეული სავაჭრო ცენტრიდან ადამიანების გამოყვანას ცდილობენ

იმედი|imedinews.ge

იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მომხდარი 7,1 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მაშველები გადარჩენილების ძებნის ოპერაციას კვლავ აგრძელებენ. სტიქიამ ათასობით აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა და რეგიონში გზების ნაწილი დააზიანა.

ქალაქ კუმამოტოს მახლობლად მდებარე ნაწილობრივ ჩამონგრეული სავაჭრო ცენტრის ნანგრევებიდან რვა ადამიანი გამოიყვანეს. შენობა, სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად, მიწისძვრიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ დაინგრა.

„ამ დრომდე არიან ადამიანები, რომლებიც გადარჩენას ელოდებიან და ახლა ყოველი წუთი გადამწყვეტია. ადგილზე არსებულ ყველა რესურსს გამოვიყენებთ, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენა და გამოყვანა შევძლოთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ.

მედიის ინფორმაციით, ხელისუფლება სავაჭრო ცენტრში, რომელიც კომპანია Aeon-ს ეკუთვნის, სავარაუდო გაზის აფეთქებას იძიებს. იაპონიის მთავრობის მთავარი მდივნის მინორუ კიჰარას თქმით, მაშველებმა შენობაში გაზის სუნი იგრძნეს, თუმცა ინციდენტის გამომწვევი მიზეზი ჯერ კიდევ დადგენილი არ არის.

საგანგებო სიტუაციების სამსახურების, პოლიციისა და დაახლოებით 170 სამხედრო მოსამსახურის ძალები კონცენტრირებული იყო შენობის იმ ნაწილებში, საიდანაც დახმარების შესახებ შეტყობინებები შევიდა. მთლიანობაში, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში აღდგენით სამუშაოებში 4 500-ზე მეტი სამხედროა ჩართული.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის ინფორმაციით, კიდევ შვიდი ადამიანი დაკარგულად ითვლება მას შემდეგ, რაც კომპანია Nippon Paper Industries-ის ქარხანაში საკვამური ჩამოინგრა. კიდევ ოთხი ადამიანი მძიმედ დაშავდა. საავადმყოფოებში ათობით დაშავებულს მკურნალობენ.

პრეფექტურაში, რომელიც ათი წლის წინაც დამანგრეველმა მიწისძვრამ დააზარალა, ხელისუფლებამ დაახლოებით 260 000 მცხოვრებს ევაკუაციის ცენტრებში გადასვლისკენ მოუწოდა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გლდანში, ტაძრისა და მონასტრის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება

გლდანში, ტაძრისა და მონასტრის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება

იმედი

The Telegraph: მინესოტაში 4 წლის ბავშვებს ქაღალდის ტრანსგენდერ თოჯინებს დაურიგებენ

The Telegraph: მინესოტაში 4 წლის ბავშვებს ქაღალდის ტრანსგენდერ თოჯინებს დაურიგებენ

იმედი

იაპონიაში თაღლითებმა პენსიონერს ილონ მასკის სახელით სიყვარული აუხსნეს და ფული გამოსძალეს💔

იაპონიაში თაღლითებმა პენსიონერს ილონ მასკის სახელით სიყვარული აუხსნეს და ფული გამოსძალეს💔

იმედი

დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი