მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ წითელ ზღვაში მოძრავ გემებზე საფასურის დაწესებას განიხილავენ
Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ წითელ ზღვაში მოძრავ გემებზე საფასურის დაწესებას განიხილავენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ წითელ ზღვაში მოძრავ გემებზე საფასურის დაწესებას განიხილავენ

იმედი|imedinews.ge

იემენელი „ჰუსიტები“ წითელი ზღვის სამხრეთ ნაწილში მოძრავი კომერციული გემებისთვის საფასურის დაწესებას განიხილავენ. ინფორმაციას Reuters-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, „ჰუსიტებმა“ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთეს, რაც ერთი კვირის წინ მათ საუდის არაბეთის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადა გამოაცხადეს.

ირანის მიერ მხარდაჭერილმა „ჰუსიტებმა“ 20 ივლისს საუდის არაბეთის წინააღმდეგ საზღვაო ემბარგო გამოაცხადეს. ამით მათ ირანთან ომის ფონზე აშშ-ისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ახალი ფრონტი გახსნეს და გლობალური ენერგომატარებლებისა და სხვა ტვირთების გადამზიდავ ტანკერებზე თავდასხმები სპარსეთის ყურის ფარგლებს გარეთაც გააფართოეს.

წყაროების ინფორმაციით, „ჰუსიტები“ განიხილავენ საფასურის დაწესებას გემების უმეტესობისთვის, რომლებიც ბაბ ელ-მანდების სრუტით გადაადგილდებიან. ეს ვიწრო საზღვაო დერეფანი წითელი ზღვის სამხრეთ ნაწილს ადენის ყურესთან აკავშირებს. ამ ეტაპზე გადაწყვეტილების ამოქმედების კონკრეტული ვადები ცნობილი არ არის.

Reuters-ის ინფორმაციით, ივლისში „ჰუსიტების“ წარმომადგენლები ირანში ჩავიდნენ, სადაც ისლამური რესპუბლიკის გარდაცვლილი უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრნენ. თეირანში მათთან ირანელმა ოფიციალურმა პირებმა ბაბ ელ-მანდების სრუტით გადაადგილებისთვის საფასურის დაწესების საკითხი განიხილეს.

წყაროების თქმით, ასეთი ნაბიჯის მიზანია საერთაშორისო საზღვაო გზებით სარგებლობისთვის საფასურის დაწესების პრაქტიკის ნორმალიზება და შეერთებულ შტატებზე ზეწოლის გაზრდა. მათივე ინფორმაციით, ჩინური გემები ამ გადასახადისგან გათავისუფლდებიან და „ჰუსიტები“ ასეთ მიდგომას მხარს უჭერენ.

როგორც Reuters-ი ადრე იუწყებოდა, ჩინეთმა „ჰუსიტებთან“ პირდაპირი მოლაპარაკებები გამართა, რათა მის ტანკერებს წითელი ზღვის სამხრეთ ნაწილში გადაადგილება თავდასხმების გარეშე შეძლებოდათ. ჩინეთი საუდის არაბეთის ნავთობის მსოფლიოში უდიდესი შემსყიდველია.

ერთ-ერთი არაბი ოფიციალური პირის განცხადებით, „ჰუსიტების“ წარმომადგენლებს, რომლებიც თეირანიდან თვითმფრინავით დაბრუნდნენ, თან ახლდნენ ირანელი მრჩევლები. მათი ამოცანა იყო დახმარება ისეთი ორგანოს შექმნაში, რომელიც მომავალში ბაბ ელ-მანდების სრუტით გემების გადაადგილებისთვის დაწესებულ საფასურს დაარეგულირებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გივი მიქანაძე პედაგოგების და სკოლების ტექ.პერსონალის ანაზღაურებაზე: ახლა მიმდინარეობს შემდეგი წლის ბიუჯეტის ფორმირება, მიმდინარეობს დისკუსიები, რომელშიც ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული. სამინისტროს ხელმძღვანელობა მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ გარკვეული წინსვლა გვქონდეს ამ საკითხებში

გივი მიქანაძე: შემოდგომით პარლამენტს მივმართავთ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით, რომლითაც გვინდა პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამები, მისი კრედიტები აღიარებული იყოს და ჩაითვალოს უმაღლესის შესაბამის მიმართულებებში. ამით პროფესიულის იმიჯის წამოწევა გვინდა

თამარ მახარაშვილი: თუ ადრე დაწყებითის მასწავლებელს 13 საათი ჰქონდა, ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ბოლო ცვლილებების მიხედვით, მათ საათების რაოდენობა ეზრდებათ

თამარ მახარაშვილი: თუ ადრე დაწყებითის მასწავლებელს 13 საათი ჰქონდა, ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ბოლო ცვლილებების მიხედვით, მათ საათების რაოდენობა ეზრდებათ

იმედი

თამარ მახარაშვილი: კომპეტენციადადასტურებულ ყველა მასწავლებელს თანაბრად უნდა მიეცეს შესაბამისი საგნის სწავლების შესაძლებლობა - ჩვენი მიზანია მასწავლებელს, რომელიც სკოლაში ასწავლის, სისტემა ისე დაეხმაროს, რომ მან კომპეტენციის დადასტურება მოახერხოს