მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: ისრაელი და „ჰეზბოლა“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ
Reuters: ისრაელი და „ჰეზბოლა“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ

Reuters: ისრაელი და „ჰეზბოლა“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ

იმედი|imedinews.ge

ისრაელი და დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც რეგიონში საბრძოლო მოქმედებების ესკალაციამ საფრთხე შეუქმნა ირანში ომის დასრულების შესახებ დროებითი შეთანხმების უფრო ფართო და გრძელვადიან ახლოაღმოსავლურ სამშვიდობო შეთანხმებად გარდაქმნის პერსპექტივას.

ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტა ლიბანის დროით დაახლოებით 16:00 საათზე უნდა ამოქმედებულიყო.

„ჩვენი ინფორმაციით, დღევანდელი სროლების გაცვლის შემდეგ, ისრაელი და „ჰეზბოლა“ ახლა უკვე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმზე შეთანხმდნენ“, - განაცხადა მან ანონიმურობის დაცვის პირობით.

მისივე თქმით, შეთანხმების მიღწევაში აშშ-ისა და კატარის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ხოლო პროცესში ირანიც იყო ჩართული.

როგორც სააგენტო იუწყება, ლიბანში დაძაბულობის გამწვავების შედეგად, ავიაიერიშებს 18 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო „ჰეზბოლას“ მებრძოლებმა ოთხი ისრაელელი სამხედრო მოკლეს.

ანალიტიკოსების შეფასებით, ამ მოვლენებმა შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს მიმდინარე მოლაპარაკებებზე, რადგან ლიბანში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა აშშ-სა და ირანს შორის უფრო ფართო შეთანხმების ერთ-ერთ ძირითად პირობად განიხილება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მოქალაქეები გერმანიაში ხედავენ, რომ პრობლემები იზრდება და ჩვენ შეგვიძლია შემოვიტანოთ დამატებითი წესრიგი, შევიმუშაოთ სტრუქტურები, მოქალაქეებს იმედი აქვთ, რომ AfD საუკეთესო პარტიაა