მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: იტალიის თავდაცვის მინისტრმა ყოფილ უკრაინელ კოლეგას მიხაილო ფედოროვს მრჩევლის პოსტი შესთავაზა
Reuters: იტალიის თავდაცვის მინისტრმა ყოფილ უკრაინელ კოლეგას მიხაილო ფედოროვს მრჩევლის პოსტი შესთავაზა

Reuters: იტალიის თავდაცვის მინისტრმა ყოფილ უკრაინელ კოლეგას მიხაილო ფედოროვს მრჩევლის პოსტი შესთავაზა

იმედი|imedinews.ge

იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ყოფილ მინისტრს მიხაილო ფედოროვს იტალიაში მრჩევლის თანამდებობა შესთავაზა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„მას [ფედოროვს] თანამდებობიდან გათავისუფლების მომდევნო დღესვე დავურეკე და ვუთხარი: როდის გსურს რომში ჩამოსვლა და ჩემთან მრჩევლად მუშაობა?“, - განაცხადა კროზეტომ.

შეკითხვაზე, თუ რა პასუხი გასცა ფედოროვმა, კროზეტომ აღნიშნა, რომ ყოფილი მინისტრი „ამაღელვებლად შეხვდა ამ ჟესტს“ და შეთავაზება „პატივისცემისა და მეგობრობის გამოვლინებად“ აღიქვა.

კროზეტომ ფედოროვს სამხედრო ინოვაციების მთავარი მამოძრავებელი ძალა უწოდა და აღნიშნა, რომ ის იყო „ერთ-ერთი იმ ადამიანთაგან, ვინც ბრძოლის ველზე თამაშის წესები სრულად გადაწერა“. კროზეტოს თქმით, ახალი ტექნოლოგიების დანერგვითა და საბრძოლო პრაქტიკის გარდაქმნით, ფედოროვი უკრაინას ჯერ რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევაში, ხოლო შემდეგ ინიციატივის დაბრუნებაში დაეხმარა.

35 წლის ტექნოლოგიური რეფორმატორი, რომელსაც მხარდამჭერები უკრაინის დრონების შესაძლებლობების გაძლიერებასა და თავდაცვის სექტორის რეფორმირებას მიაწერენ, თანამდებობიდან მიმდინარე თვეში გადააყენეს, რამაც უკრაინაში, ომის პერიოდისთვის იშვიათი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას ალტერნატიული პოსტები შესთავაზა, თუმცა ფედოროვმა განაცხადა, რომ ძველი თანამდებობის გარდა, მთავრობაში სხვა არცერთ პოზიციას არ დათანხმდებოდა, წერს სააგენტო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 210 სტატია.

  • თამარ იოსელიანმა ყაზახეთის ტრანსპორტის ვიცე-მინისტრთან შუა დერეფნის საკითხი განიხილაBM.GE
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად საგანმანათლებლო პროექტების მიმდინარეობას გაეცნორუსთავი 2
  • ესტონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინისთვის ჭურვების შესყიდვის სკანდალის გამო გადადგაფორმულა
  • სასამართლოში ავალიანის საქმეზე, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილის პროცესი მიმდინარეობსტვ პირველი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

ისრაელის მთავრობა იერუსალიმში გაერთიანებული სამეფოს საკონსულოს დახურავს - ისრაელში შესვლა აეკრძალება 12 ბრიტანელ კანონმდებელს

ისრაელის მთავრობა იერუსალიმში გაერთიანებული სამეფოს საკონსულოს დახურავს - ისრაელში შესვლა აეკრძალება 12 ბრიტანელ კანონმდებელს

იმედი

გერმანიის ფინანსთა მინისტრი: ახალი ვალის აღების გარეშე ქვეყანა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვერ შეძლებს

გერმანიის ფინანსთა მინისტრი: ახალი ვალის აღების გარეშე ქვეყანა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვერ შეძლებს

იმედი

მერკელი AfD-ს გამარჯვებაზე: გული მისკდება, შედეგი უბრალოდ შოკისმომგვრელი იყო

მერკელი AfD-ს გამარჯვებაზე: გული მისკდება, შედეგი უბრალოდ შოკისმომგვრელი იყო

იმედი

ლავროვი: უიტკოფი და კუშნერი უკრაინის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებებში მოსკოვისგან შეუძლებელს არ ითხოვენ და არც უსამართლო მოთხოვნებს აყენებენ

ლავროვი: უიტკოფი და კუშნერი უკრაინის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებებში მოსკოვისგან შეუძლებელს არ ითხოვენ და არც უსამართლო მოთხოვნებს აყენებენ

იმედი