მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: ივლისში რუსეთის ენერგოშემოსავლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 60%-ით გაიზრდება
Reuters: ივლისში რუსეთის ენერგოშემოსავლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 60%-ით გაიზრდება

Reuters: ივლისში რუსეთის ენერგოშემოსავლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 60%-ით გაიზრდება

იმედი|imedinews.ge

Reuters-ის მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებული გამოთვლების თანახმად, რუსეთის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო შემოსავლები, რომლებიც მთლიანი საბიუჯეტო შემოსავლების დაახლოებით მეხუთედს შეადგენს, ივლისში, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, სავარაუდოდ 60%-ით გაიზრდება, რაც ნავთობის მსოფლიო ფასების ზრდით არის განპირობებული.

შემოსავლების საერთო წლიურ ზრდაში თავისი წვლილი ასევე შეიტანა მეორე კვარტალში ნავთობის მოპოვებაზე მოგების გადასახადიდან მიღებული ამონაგების მკვეთრმა მატებამ.

რუსეთი, რომელიც აშშ-ისა და საუდის არაბეთის შემდეგ ნავთობის მესამე უდიდესი მწარმოებელი და ექსპორტიორია მსოფლიოში, კვლავ კრიტიკულადაა დამოკიდებული ენერგორესურსების გაყიდვაზე - სწორედ ეს შემოსავლები ფარავს უკრაინაში მისი სამხედრო კამპანიის ხარჯებს.

იანვრიდან ივლისის ჩათვლით, ნავთობისა და გაზის საგადასახადო შემოსავლები, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სავარაუდოდ, მაინც 11%-ით იკლებს და 4.9 მილიარდ რუბლს შეადგენს.

ფინანსთა სამინისტრო ივლისის მონაცემების გამოქვეყნებას 5 აგვისტოს გეგმავს.

რუსეთის 2026 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავალი 8.92 ტრილიონ რუბლს (113.7 მილიარდ დოლარს) მიაღწევს, ხოლო ქვეყნის მთლიანი საბიუჯეტო შემოსავალი წელს 40.283 ტრილიონ რუბლადაა პროგნოზირებული.

შედარებისთვის, გასულ წელს ფედერალური ბიუჯეტის შემოსავლები ნავთობსა და გაზზე 24%-ით შემცირდა და 8.48 ტრილიონი რუბლი შეადგინა, რაც 2020 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირაკლი გოგავა: ხელისუფლება სწორს იმას აკეთებს, რომ საინვესტიციო პორტფელების მოსაზიდად ჩადის ისეთ ცენტრებში, სადაც დიდძალი კაპიტალია, ვინაიდან ვიცით, რომ ევროკავშირიდან წამოსულ ფულს ვალდებულებები ახლავს

გაეროს გენერალური მდივანი წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ იერიშების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს

გაეროს გენერალური მდივანი წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ იერიშების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს

იმედი

MS Now: თვეების განმავლობაში ვიცე-პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის საპრეზიდენტო კანდიდატურების შეფასების შემდეგ, პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსის ღიად მხარდაჭერა დაიწყო

MS Now: თვეების განმავლობაში ვიცე-პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის საპრეზიდენტო კანდიდატურების შეფასების შემდეგ, პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსის ღიად მხარდაჭერა დაიწყო

იმედი

ირაკლი გოგავა ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილებაზე: ეს გადაწყვეტილება უნდა შეფასდეს როგორც ეკონომიკური თავდასხმა

ირაკლი გოგავა ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილებაზე: ეს გადაწყვეტილება უნდა შეფასდეს როგორც ეკონომიკური თავდასხმა

იმედი