მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: ხანგრძლივი ბლოკადის შემდეგ, ტანკერები ჰორმუზის სრუტიდან გადიან
Reuters: ხანგრძლივი ბლოკადის შემდეგ, ტანკერები ჰორმუზის სრუტიდან გადიან

Reuters: ხანგრძლივი ბლოკადის შემდეგ, ტანკერები ჰორმუზის სრუტიდან გადიან

იმედი|imedinews.ge

თხევადი ბუნებრივი აირით დატვირთული ტანკერები და ერაყული ნედლი ნავთობით დატვირთული სუპერტანკერი ჰორმუზის სრუტიდან გავიდნენ და თითქმის სამთვიანი იძულებითი გაჩერების შემდეგ გეზი პაკისტანისა და ჩინეთისკენ აიღეს.

ინფორმაციას Reuters-ი გემების გადაადგილების თვალთვალის კომპანიების, LSEG-ისა და Kpler-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, ბაჰამის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავმა ტანკერმა Fuwairit, ჰორმუზის სრუტე ორშაბათს გადაკვეთა. გემი მარტის ბოლოს კატარის პორტ რას-ლაფანში დაიტვირთა და მისი განტვირთვა პაკისტანში 26 მაისს იგეგმება. მეორე გაზმზიდმა, Al Rayyan-მა, ასევე წარმატებით დატოვა სრუტე და ჩინეთისკენ მიემართება, სადაც ივნისის ბოლოს უნდა ჩავიდეს.

ნავთობის სუპერტანკერმა Eagle Verona-მ სრუტე შაბათს დატოვა და აღმოსავლეთ ჩინეთის პორტ ნინგბოში 12 ივნისს უნდა ჩავიდეს. ტანკერზე დაახლოებით 2 მილიონი ბარელი ერაყული ნედლი ნავთობი ჯერ კიდევ 26 თებერვალს ჩატვირთა. Eagle Verona იყო იმ შვიდი გემიდან ერთ-ერთი, რომელთა ტრანზიტისთვისაც მალაიზია ირანისგან ნებართვას ითხოვდა.

გასულ კვირას სპარსეთის ყურე ასევე დატოვა ნავთობის სამმა დიდმა ტანკერმა, რომლებმაც ჩინეთისა და სამხრეთ კორეისკენ 6 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი წაიღეს.

ომის დაწყებამდე სრუტეში ნაოსნობის ტრაფიკი დღეში საშუალოდ 125-დან 140 გემამდე შეადგენდა. ამჟამად დაახლოებით 20 ათასი მეზღვაური კვლავ ბლოკირებულია სპარსეთის ყურეში, ასობით გემბანზე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი