მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: რუსეთმა ჩინეთთან საიდუმლო სამხედრო წვრთნების ჩატარება უმაღლეს დონეზე დაამტკიცა
Reuters: რუსეთმა ჩინეთთან საიდუმლო სამხედრო წვრთნების ჩატარება უმაღლეს დონეზე დაამტკიცა

Reuters: რუსეთმა ჩინეთთან საიდუმლო სამხედრო წვრთნების ჩატარება უმაღლეს დონეზე დაამტკიცა

იმედი|imedinews.ge

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ბელოუსოვმა გასულ წელს ჩინეთთან საიდუმლო სამხედრო წვრთნების გეგმა დაამტკიცა. ინფორმაციას Reuters-ი შესწავლილ დოკუმენტებზე და ევროპელი ოფიციალური პირებისგან მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, საიდუმლო წვრთნების დამტკიცების პროცესში მონაწილეობდა მინიმუმ ოთხი რუსი და ჩინელი გენერალი.

ევროპელი ოფიციალური პირების შეფასებით, მაღალი რანგის სამხედრო პირების ჩართულობა მიუთითებს, რომ რუსეთი და ჩინეთი შორის სამხედრო თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება, მათ შორის უკრაინის ომთან დაკავშირებულ კონტექსტში. დასავლეთში აღნიშნულმა თანამშრომლობამ შეშფოთება გამოიწვია, მაშინ როცა პეკინი მსგავს ბრალდებებს უარყოფს, წერს სააგენტო.

Reuters-ის მიერ შესწავლილი გასაიდუმლოებული რუსული დოკუმენტის მიხედვით, 2025 წლის აგვისტოში ბელოუსოვის მიერ გამოცემულ შიდა ბრძანებას რუსული სამხედრო დელეგაციის ჩინეთში გაგზავნა მოყვა, სადაც ისინი მონაწილეობდნენ ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის ბაზებზე ჩატარებულ სწავლებებში.

დოკუმენტებში აღწერილია ერთ-ერთი სამკვირიანი კურსიც, რომელიც პეკინში მდებარე სამხედრო ბაზაზე ნოემბერში ჩატარდა და რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის სწავლებას ეხებოდა.

მოხსენებებისა და ფოტო მასალის მიხედვით, რუსი სამხედროები ესწრებოდნენ ჩინელი ინსტრუქტორების ლექციებს, ათვალიერებდნენ ბირთვული რეაქტორის მოდელს და გადიოდნენ მომზადებას ქიმიური და რადიაციული დაზვერვისა და სავენტილაციო სისტემების დაბინძურებისგან დაცვის მიმართულებით.

ევროპელი ოფიციალური პირის თქმით, რადიაციული, ბიოლოგიური და ქიმიური ომის თემებზე წვრთნების ჩართვა ამ თანამშრომლობის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე მიუთითებს და სამხედროებისთვის განსაკუთრებით მგრძნობიარე სფეროდ ითვლება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

იმედი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი