მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: საფრანგეთში, მოსწავლეთა საპროტესტო აქციების გამო, 400-მდე სკოლა დაიხურა
Reuters: საფრანგეთში, მოსწავლეთა საპროტესტო აქციების გამო, 400-მდე სკოლა დაიხურა

Reuters: საფრანგეთში, მოსწავლეთა საპროტესტო აქციების გამო, 400-მდე სკოლა დაიხურა

იმედი|imedinews.ge

საფრანგეთში განათლების სისტემაში არსებული პრობლემების გამო დაწყებული მოსწავლეთა საპროტესტო აქციები სულ უფრო ძალადობრივ ხასიათს იღებს. ქვეყანაში დაახლოებით 400 სკოლა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულება დაიხურა, - იუწყება Reuters-ი.

სააგენტოს ცნობით, ბოლო პერიოდში დემონსტრაციების დროს ათობით ადამიანი დაშავდა, პოლიციამ კი ასობით მოქალაქე დააკავა.

პროტესტი, რომელიც მასწავლებელთა ნაკლებობასა და სკოლების სავალალო მდგომარეობას უკავშირდება, გასულ თვეს პარიზის რეგიონში დაიწყო, თუმცა შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა და არაერთ ადგილას ძალადობაში გადაიზარდა.

„აქციის მონაწილეებს შორის არის აქტიური და ძალადობრივი უმცირესობა. ბოლომდე დარწმუნებულებიც კი არ ვართ, რომ ისინი თავად არიან საშუალო სკოლის მოსწავლეები“, - განაცხადა საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა რადიო RTL-თან.

მისი ინფორმაციით, საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე 2 000 ადამიანი დააკავეს, მათგან დაახლოებით ორი მესამედი კი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

„ჩვენ მოსწავლეთა დემონსტრაციებიდან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევამდე მივედით. როდესაც ადამიანები ავტობუსებს ესხმიან თავს და სკოლებს ცეცხლს უკიდებენ, ეს უკვე მხოლოდ საპროტესტო აქცია აღარ არის“, - აღნიშნა დარმანენმა.

საფრანგეთის განათლების მინისტრმა ედუარ გეფრემ ხუთშაბათს ტელეკომპანია France 2-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ პარასკევს 400-ზე ოდნავ მეტი სკოლა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულება დაიხურებოდა.

პრემიერ-მინისტრ სებასტიან ლეკორნიუსთან დაახლოებული წყაროს ცნობით, ხუთშაბათს გამართულ კრიზისულ შეხვედრაზე სადაზვერვო სამსახურებმა განაცხადეს, რომ საპროტესტო მოძრაობა ულტრამემარცხენე პოლიტიკოსების, მათ შორის, პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ (LFI) წევრების ინიციატივით დაიწყო. პარტიის დეპუტატმა ლუი ბოიარმა ეს ბრალდება ფრანგულ ტელეარხებთან უარყო.

როგორც Reuters-ი იუწყება, ხუთშაბათს მოსწავლეებმა, სულ მცირე, ორი საშუალო სკოლის შენობაში ცეცხლი გააჩინეს. მარსელში, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, მესამე სკოლის ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის დროს მასწავლებლებს ბენზინი შემთხვევით შეასხეს, - განაცხადეს ოფიციალურმა პირებმა.

ქვეყნის აღმოსავლეთით, სტრასბურგში, სულ მცირე, ერთი ავტომობილი დაწვეს, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით, ტულუზაში პოლიციასა და ახალგაზრდებს შორის შეტაკებები მოხდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სკოლის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 120 სტატია.

  • საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობებიBM.GE
  • სამტრედიის საჯარო სკოლაში მოსწავლე ლურსმანს გამოედო - მოზარდს ქუთაისში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდატვ პირველი
  • GCCA, მიმდინარე წლის ბოლომდე, 25 სკოლაში საინფორმაციო-საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრას გამართავსრუსთავი 2
  • 21-ე სკოლის შენობაზე საბოლოო შეთანხმება ვერ შედგა: ჩატარდება სიღრმისეული ექსპერტიზაფორმულა
სკოლის →

მსგავსი სტატიები

ინდოელმა პილოტმა ინდოეთის პრემიერს უამბო, როგორ შეძლო თავდასხმის დროს Fly Dubai-ს თვითმფრინავის კაბინის კარის გაღება

ინდოელმა პილოტმა ინდოეთის პრემიერს უამბო, როგორ შეძლო თავდასხმის დროს Fly Dubai-ს თვითმფრინავის კაბინის კარის გაღება

იმედი

ლევან მახაშვილი საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობაზე: ორმხრივ ურთიერთობები ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ ვითარდება და პროგრესირებს

ლევან მახაშვილი საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობაზე: ორმხრივ ურთიერთობები ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ ვითარდება და პროგრესირებს

იმედი

გიორგი ფუტკარაძე: სენსაციის მოყვარულ პრესას მინდა იმედები გავუცრუო - ისევ იქ ვარ, სადაც ბოლო 7.5 წელია ვმუშაობ და სკანდალი არ გამოვა

გიორგი ფუტკარაძე: სენსაციის მოყვარულ პრესას მინდა იმედები გავუცრუო - ისევ იქ ვარ, სადაც ბოლო 7.5 წელია ვმუშაობ და სკანდალი არ გამოვა

იმედი

გიორგი კახიანი: კვლევებში, რომელსაც თავად ევროკომისია უძღვება, ჩანს, რომ თურმე საქართველოში მდგომარეობა ბევრად უკეთესია იმ სფეროში, რომელზეც ისინი კითხვებს აჩენენ, ვიდრე ევროკავშირის ქვეყანათა უმრავლესობაში