მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: საუდის არაბეთი „ჰუსიტების“ თავდასხმებისგან წითელ ზღვაში გემების დასაცავად საერთაშორისო კოალიციის შექმნას ცდილობს
Reuters: საუდის არაბეთი „ჰუსიტების“ თავდასხმებისგან წითელ ზღვაში გემების დასაცავად საერთაშორისო კოალიციის შექმნას ცდილობს

Reuters: საუდის არაბეთი „ჰუსიტების“ თავდასხმებისგან წითელ ზღვაში გემების დასაცავად საერთაშორისო კოალიციის შექმნას ცდილობს

იმედი|imedinews.ge

საუდის არაბეთი ცდილობს წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ თავდასხმებისგან საზღვაო გადაზიდვების დასაცავად საერთაშორისო კოალიცია ჩამოაყალიბოს. ინფორმაციას Reuters-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ინფორმაციით, კოალიციის საბოლოო შემადგენლობა ჯერ არ განსაზღვრულა და ამ საკითხზე ათეულობით ქვეყანასთან მიმდინარეობს კონსულტაციები.

ირანის მიერ მხარდაჭერილმა „ჰუსიტებმა“ 20 ივლისს განაცხადეს, რომ წითელ ზღვაში საუდის არაბეთის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადას აწესებდნენ. მათი მტკიცებით, ეს იემენის მიმართ საუდის არაბეთის მიერ დაწესებული „ბლოკადის“ საპასუხო ნაბიჯი იყო, თუმცა ერ-რიადი ამ ბრალდებას უარყოფს.

მოგვიანებით „ჰუსიტებმა“ განაცხადეს, რომ წითელ ზღვაში საუდის არაბეთის გემებზე რამდენიმე თავდასხმა განახორციელეს. საპასუხოდ, საუდის არაბეთმა საჰაერო დარტყმები მიიტანა იემენის ქალაქ ჰოდეიდის პორტში მდებარე იმ ობიექტებზე, რომლებიც, მისი განცხადებით, „ჰუსიტების“ სამხედრო ინფრასტრუქტურას წარმოადგენდა და კომერციული გემებისთვის საფრთხის შესაქმნელად გამოიყენებოდა.

Reuters-ის შეფასებით, ამ ბლოკადამ ირანთან მიმდინარე ფართო კონფლიქტის ფარგლებში აშშ-ისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ახალი ფრონტი გახსნა. შედეგად, თავდასხმები ენერგომატარებლებისა და სხვა ტვირთების გადამზიდავ ტანკერებზე სპარსეთის ყურის ფარგლებს გარეთაც გავრცელდა, რამაც ნავთობის ფასების ზრდას შეუწყო ხელი.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

POLITICO: რუსეთი ინდოეთის გავლით ბრიტანული და ევროპული ტექნოლოგიების იმპორტს ახორციელებს

POLITICO: რუსეთი ინდოეთის გავლით ბრიტანული და ევროპული ტექნოლოგიების იმპორტს ახორციელებს

იმედი

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველო საფინანსო სექტორის მდგრადობას აძლიერებს

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველო საფინანსო სექტორის მდგრადობას აძლიერებს

იმედი

BTS-მა ​Grammy-ზე მონაწილეობაზე უარი თქვა, მას შემდეგ, რაც პრემიის ორგანიზატორებმა აზიური პოპ-მუსიკის კატეგორია დაამატეს

BTS-მა ​Grammy-ზე მონაწილეობაზე უარი თქვა, მას შემდეგ, რაც პრემიის ორგანიზატორებმა აზიური პოპ-მუსიკის კატეგორია დაამატეს

იმედი

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ვარლამ წიკლაურმა მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის განკუთვნილი ადგილი დაათვალიერა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ვარლამ წიკლაურმა მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის განკუთვნილი ადგილი დაათვალიერა

იმედი