მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია
Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს კემპ-დევიდის რეზიდენციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომას გამართავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შეხვედრის მთავარი თემები ირანთან მიმდინარე ომი და საწვავზე მზარდი ფასები იქნება, რაც „რესპუბლიკური“ პარტიის პოზიციებს ნოემბერში დაგეგმილი შუალედური არჩევნების წინ საფრთხეს უქმნის.

Reuters-ის ინფორმაციით, წინა პრეზიდენტებისგან განსხვავებით, ტრამპი დასავლეთ მერილენდში მდებარე კემპ-დევიდის საპრეზიდენტო რეზიდენციას იშვიათად სტუმრობს და თავისუფალ დროს, როგორც წესი, საკუთარ გოლფ-კლუბებში ატარებს. ეს მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში კემპ-დევიდში მესამე ვიზიტია.

თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა გასულ კვირას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს ტრამპის მეორე ვადის მე-13 მინისტრთა კაბინეტის სხდომა იქნება და აღნიშნა, რომ შეხვედრა „სასიამოვნო და განსხვავებული გამოცდილება“ იქნება მინისტრთა კაბინეტის წევრებისთვის.

სააგენტოს ცნობით, შეხვედრის დღის წესრიგში, სავარაუდოდ, მთავარი ადგილი საგარეო პოლიტიკას დაეთმობა. ტრამპის ადმინისტრაცია ირანის სამიზნეებზე საპასუხო დარტყმებს აგრძელებს, თუმცა კონფლიქტის დასრულების ნიშნები ჯერ არ ჩანს. პრეზიდენტი თავდაპირველად ვარაუდობდა, რომ სამხედრო კამპანია მხოლოდ რამდენიმე კვირა გაგრძელდებოდა, თუმცა ომი უკვე მეხუთე თვეა გრძელდება.

ომმა ბენზინის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია და პრეზიდენტის რეიტინგზეც უარყოფითად აისახა. Reuters/Ipsos-ის მიერ მიმდინარე კვირას გამოქვეყნებული გამოკითხვის მიხედვით, ირანთან ომს ამერიკელების მხოლოდ ყოველი მესამე მოქალაქე უჭერს მხარს, რაც კონფლიქტის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ომის გავლენა ამერიკის ეკონომიკაზე „რესპუბლიკელებში“ მზარდ შეშფოთებას იწვევს, რადგან ნოემბრის შუალედურ არჩევნებში დემოკრატები კონგრესზე კონტროლის დაბრუნებას შეეცდებიან, წერს Reuters-ი.

Reuters-ის ცნობით, ტრამპის მინისტრთა კაბინეტის სხდომები, როგორც წესი, ერთ საათზე მეტხანს გრძელდება. თითოეული მინისტრი საკუთარ უწყებაში მიმდინარე საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენს, რასაც ხშირად პრეზიდენტის მისამართით გაკეთებული დადებითი შეფასებებიც ახლავს.

სხდომის დასრულების შემდეგ ტრამპი უქმეებზე ნიუ-ჯერსიში, ბედმინსტერში მდებარე საკუთარ გოლფ-კლუბში გაემგზავრება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 192 სტატია.

  • ბუაძე: ტრამპ თაუერის პროექტის უკან ოცნების "ბიზნესმენები" დგანანფორმულა
  • ტრამპის განცხადებით, ზელენსკის რუსული დიზელის მწარმოებელ ობიექტებზე დარტყმების შეწყვეტა სთხოვარუსთავი 2
  • ტრამპი: ზელენსკის ვთხოვე, რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს არ დაარტყასტვ პირველი
  • ტრამპი: „დიდებული იქნებოდა გაერთიანებული ირლანდიის ხილვა“ - აშშ-ის პრეზიდენტი დუბლინს ეწვიაBM.GE
ტრამპის →საწვავის →

მსგავსი სტატიები

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

იმედი

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს - რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს - რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

იმედი

მერცი: უკრაინაში ომი ყველაზე გადამწყვეტ ფაზაში შედის

მერცი: უკრაინაში ომი ყველაზე გადამწყვეტ ფაზაში შედის

იმედი

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში შვედეთის სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩთან, დევიდ ემტესტამთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში შვედეთის სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩთან, დევიდ ემტესტამთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

იმედი