
Reuters: ტრამპმა აღიარა, რომ აშშ-ს გარკვეულ შეიარაღებაზე დეფიციტი შეექმნა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები გარკვეული ტიპის შეიარაღების დეფიციტს განიცდის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, როდესაც ტრამპს საბრძოლო მასალის მარაგების შესახებ ჰკითხეს, მან განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს გარკვეული ტიპის შეიარაღების პრაქტიკულად შეუზღუდავი მარაგი აქვს, თუმცა აღიარა, რომ სხვა სახეობების მარაგები შეზღუდულია.
„გვაქვს გარკვეული ტიპის საბრძოლო მასალა, რომელიც ძალიან ძლიერია და რომლის პრაქტიკულად შეუზღუდავი მარაგიც გვაქვს. თუმცა არის სხვა ტიპის იარაღიც, რომლის მარაგები შედარებით შეზღუდულია“, - თქვა ტრამპმა.
მისივე თქმით, ამერიკული თავდაცვითი კომპანიები დამატებით საწარმოო ობიექტებს აშენებენ, მათ შორის Patriot-ისა და Tomahawk-ის ტიპის რაკეტების წარმოებისთვის.
იმედი
წყარო: imedinews.ge