მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: უკრაინის თავდასხმების შემდეგ რუსეთმა დონ-აზოვის არხზე გემების მოძრაობა დროებით შეაჩერა
Reuters: უკრაინის თავდასხმების შემდეგ რუსეთმა დონ-აზოვის არხზე გემების მოძრაობა დროებით შეაჩერა

Reuters: უკრაინის თავდასხმების შემდეგ რუსეთმა დონ-აზოვის არხზე გემების მოძრაობა დროებით შეაჩერა

იმედი|imedinews.ge

რუსეთმა დროებით შეაჩერა გემების მოძრაობა დონ-აზოვის არხზე, რომელიც მდინარე დონს აზოვის ზღვასთან აკავშირებს. ინფორმაციას Reuters-ი მარცვლეულის ექსპორტის სექტორის სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ინფორმაციით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც უკრაინამ პარასკევს აზოვის ზღვაში 13 რუსულ ხომალდს შეუტია, მათ შორის 10 ტანკერს.

ბაზრის ანალიტიკოსების შეფასებით, აზოვის ზღვით გადის რუსეთის ხორბლის ექსპორტის დაახლოებით მეოთხედი. რუსეთი კი მსოფლიოში ხორბლის უმსხვილესი ექსპორტიორია.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, რუსეთის სასაზღვრო სამსახურმა გადამზიდავ კომპანიებს აცნობა, რომ პარასკევს, ადგილობრივი დროით 18:10 საათიდან, ქერჩის სრუტეში გავლის ყველა ახალი განაცხადის მიღება შეჩერდა. ქერჩის სრუტე აზოვისა და შავ ზღვებს ერთმანეთთან აკავშირებს. შეტყობინებაში არ არის მითითებული, როდის აღდგება გემების მოძრაობა.

რუსეთის მარცვლეულის წარმოების ორი უმსხვილესი რეგიონი - როსტოვისა და კრასნოდარის მხარეები - აზოვის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. შავი ზღვის აუზში რუსეთის სიდიდით მეორე პორტიც ქერჩის სრუტის მიმდებარედ არის განთავსებული.

აზოვის ზღვით გადაზიდვების შესაძლო შეჩერების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, ევროპულ ბირჟა Euronext-ზე ხორბლის ფასი პარასკევს 4%-მდე გაიზარდა და ბოლო ექვსი კვირის მაქსიმუმს მიაღწია.

Reuters-ის ცნობით, უკრაინამ ბოლო პერიოდში რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები გააძლიერა, რამაც ქვეყანაში საწვავის დეფიციტი გამოიწვია.

ბევრი ანალიტიკოსი და საერთაშორისო ორგანიზაცია უკვე წლებია აფრთხილებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი მსოფლიო მარცვლეულის ვაჭრობისთვის მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს, რადგან როგორც უკრაინა, ისე რუსეთი მარცვლეულის ექსპორტისთვის შავ ზღვას იყენებენ. თუმცა, ოთხწელიწად-ნახევრიანი ომის განმავლობაში მარცვლეულის გლობალური ვაჭრობა მასშტაბურად არ შეფერხებულა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 268 სტატია.

  • ტრამპი ზელენსკის: თქვენ და უკრაინის მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთფორმულა
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წუთიერი დუმილით გაიხსნა - ქვეყნის ხელმძღვანელობამ, სამხედრო პირებმა და უცხოელმა პარტნიორებმა პატივი მიაგეს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნასრუსთავი 2
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართატვ პირველი
  • ნორვეგია 2027 წელს უკრაინას $9.2 მილიარდის დახმარებას გამოუყოფსBM.GE
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, დათესვა, მოყვანის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 26 პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, დათესვა, მოყვანის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 26 პირს ბრალდება წარუდგინა

იმედი

ბოლო ერთი თვის მონაცემებით, სგპ ,,ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების წესის დარღვევის 39 ფაქტი აღკვეთეს

ბოლო ერთი თვის მონაცემებით, სგპ ,,ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების წესის დარღვევის 39 ფაქტი აღკვეთეს

იმედი

ტრამპის ყოფილი მრჩეველი უკრაინის საკითხებში უკრაინელი ქალების სამხედრო მობილიზაციას მხარს უჭერს - ქალები კაცებზე უარესად არ იბრძვიან

ტრამპის ყოფილი მრჩეველი უკრაინის საკითხებში უკრაინელი ქალების სამხედრო მობილიზაციას მხარს უჭერს - ქალები კაცებზე უარესად არ იბრძვიან

იმედი

ლაშა გეგეჭკორი: „თიბისი ბანკი“ 2 000 ლარის გადახდის ვადაგადაცილების გამო, სესხის ამომღები კომპანიის მეშვეობით ჩვენგან ითხოვდა 12 000 ლარს, 2018 წელს დადასტურდა რომ ჩვენი სესხი განულდა - მადლობა ბიძინა ივანიშვილს, მის ფონდ “ქართუს” და კომკავშირული სალამი მამუკა ხაზარაძეს