მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართა
უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართა

უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართა

ტვ პირველი24 აგვისტო, 2026, 20:23|tvpirveli.ge

თბილისში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართა. მოქალაქეებმა ადგილზე უკრაინისა და საქართველოს დროშები გაშალეს.

აქციის ორგანიზატორების თქმით, დროშებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია, თუმცა საპოლიციო ძალები, ცოტა ხნის წინ, მოქალაქეებს დროშების გაშლის საშუალებას არ აძლევდნენ, რასაც შეძახილები მოჰყვა.

ამ დროისთვის, მხარდამჭერი აქციის მონაწილეები მსვლელობით უკრაინის საელჩოდან რუსთაველისკენ მიემართებიან.

სოლიდარობის აქციას შეუერთდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც. მან შენიშნა, რომ ირაკლი კობახიძეს ვიდეომიმართვაში "გამარჯვება" არ უხსენებია.

დღევანდელი ამბავი არის უკრაინის დამოუკიდებლობა, უფრო სწორედ უკრაინის ბრძოლა და უკვე გამარჯვება იმიტომ, რომ ის რაც ხდება დღეს, 4 წელიწადნახევრია უძლებს უკრაინა და არა მხოლოდ უძლებს, რეალურად დაამარცხა რუსეთი, რომელმაც ამ ომში დაამტკიცა ის, რომ უკვე არაფერი აღარ შეუძლია, რაც არ უნდა გამოიყენოს თავისი ძალადობრივი ბუნება, მაინც ვერაფრით ვერ ახერხებს მიაღწიოს იმ თავის მიზნებს, რაც იყო გამოცხადებული პირველივე დღიდან. ეს არის პროტოკოლური მილოცვა დამოუკიდებლობის დღეს, ყველა ქვეყანა ყველა ქვეყანას ულოცავს თავის დამოუკიდებლობის დღეს, ამაში არაფერი არ არის, მთავარია რა ტერმინებით. [მენიშნა] გამარჯვება რომ არ არის ნახსენები, ერთი რამე რაც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, არის ისიც, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს და ჩვენც ვუსურვოთ გამარჯვება. ისინი იბრძვიან თავიანთი ქვეყნისთვის, მაგრამ ასევე ჩვენთვის და მთელი ევროპისთვის," - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 252 სტატია.

  • დასავლური მედია უკრაინაში პოლიტიკური პროცესების გააქტიურებაზე წერსიმედი
  • ევროკომისია უკრაინისთვის შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდ ევროს გამოყოფსფორმულა
  • "ამ განსაკუთრებულ დღეს, უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, სიმტკიცესა და ღირსეულ მომავალს" - პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავსრუსთავი 2
  • ევროკომისიამ უკრაინის თავდაცვისთვის დამატებით €6.1 მილიარდი დაამტკიცაBM.GE
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

ექს-პრემიერის საქმე: თბილისის ყოფილი პროკურორი განმარტავს, რა სამართლებრივ შეკითხვებს აჩენს ღარიბაშვილის ქეისი

ექს-პრემიერის საქმე: თბილისის ყოფილი პროკურორი განმარტავს, რა სამართლებრივ შეკითხვებს აჩენს ღარიბაშვილის ქეისი

ტვ პირველი

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

ტვ პირველი

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ტვ პირველი

ექსკლუზიური ინტერვიუ ბაშიაჩუკ ჩხვიმიანთან, რომელსაც ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ადანაშაულებს

ექსკლუზიური ინტერვიუ ბაშიაჩუკ ჩხვიმიანთან, რომელსაც ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ადანაშაულებს

ტვ პირველი