მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის რაკეტები, სავარაუდოდ, გერმანიაში იქნება წარმოებული
Reuters: უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის რაკეტები, სავარაუდოდ, გერმანიაში იქნება წარმოებული

Reuters: უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის რაკეტები, სავარაუდოდ, გერმანიაში იქნება წარმოებული

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დაპირება, რომ უკრაინას ამერიკული Patriot-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტების წარმოების უფლებას მისცემს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამარჯვებაა, თუმცა თავდაცვის ექსპერტების შეფასებით, მათი წარმოების დაწყებას შესაძლოა მინიმუმ ერთი წელი დასჭირდეს. სტატიას ამ შინაარსით Reuters-ი ავრცელებს.

მანამდე კი, რაკეტების სისტემების ქრონიკული დეფიციტის გამო, კიევს რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს - რომელი ობიექტები დაიცვას პრიორიტეტულად, მაშინ როცა რუსეთი უკრაინის ქალაქებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასიურ დარტყმებს განაგრძობს.

როგორც Reuters-ი იუწყება, Patriot-ი ერთადერთი შეიარაღების სისტემაა უკრაინის არსენალში, რომელსაც რუსული ბალისტიკური რაკეტების შეჩერება შეუძლია. უკრაინამ მიმდინარე თვეში რუსეთის მიერ გაშვებული 54 ბევრად უფრო სწრაფი ბალისტიკური რაკეტიდან მხოლოდ ოთხის ჩამოგდება შეძლო.

თუმცა, ტრამპის დაპირება კონკრეტულ დეტალებს არ შეიცავდა. აშშ-ის პრეზიდენტმა თავადაც აღიარა, რომ Patriot-ის რაკეტების მწარმოებელ კომპანიებთან, Lockheed Martin-თან და RTX-თან წინასწარი კონსულტაციები არ გაუვლია.

ექსპერტების შეფასებით, საწარმოო ხაზის შექმნა, ქარხნის აშენება და მომწოდებლების ქსელის ორგანიზება ნიშნავს, რომ ვერც Raytheon-ის მიერ წარმოებული Patriot PAC-2-ის და ვერც Lockheed Martin-ის უფრო თანამედროვე PAC-3-ის რაკეტების გამოშვება უახლოეს მომავალში უკრაინის პრობლემას ვერ გადაჭრის.

შედარებისთვის, 2024 წელს Raytheon-მა ევროპულ იარაღის მწარმოებელ კომპანია MBDA-სთან შეთანხმებას მიაღწია გერმანიაში PAC-2 სისტემისთვის GEM-T რაკეტების წარმოებაზე, თუმცა პირველი მიწოდებები 2027 წლის დასაწყისამდე არ არის მოსალოდნელი. ამასთან, გერმანიაში PAC-3-ის წარმოებაზე მოლაპარაკებებს ჯერჯერობით შედეგი არ მოჰყოლია.

ექსპერტების შეფასებით, ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც კიევისთვის პროცესის დაჩქარებაში დახმარება შეუძლია, გერმანიაა, რადგან ქვეყანამ PAC-2-ის გადამჭრელი რაკეტებისთვის საკუთარი წარმოების ჯაჭვი უკვე შექმნა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 268 სტატია.

  • ტრამპი ზელენსკის: თქვენ და უკრაინის მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთფორმულა
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წუთიერი დუმილით გაიხსნა - ქვეყნის ხელმძღვანელობამ, სამხედრო პირებმა და უცხოელმა პარტნიორებმა პატივი მიაგეს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნასრუსთავი 2
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართატვ პირველი
  • ნორვეგია 2027 წელს უკრაინას $9.2 მილიარდის დახმარებას გამოუყოფსBM.GE
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

ბოლო ერთი თვის მონაცემებით, სგპ ,,ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების წესის დარღვევის 39 ფაქტი აღკვეთეს

ბოლო ერთი თვის მონაცემებით, სგპ ,,ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების წესის დარღვევის 39 ფაქტი აღკვეთეს

იმედი

ტრამპის ყოფილი მრჩეველი უკრაინის საკითხებში უკრაინელი ქალების სამხედრო მობილიზაციას მხარს უჭერს - ქალები კაცებზე უარესად არ იბრძვიან

ტრამპის ყოფილი მრჩეველი უკრაინის საკითხებში უკრაინელი ქალების სამხედრო მობილიზაციას მხარს უჭერს - ქალები კაცებზე უარესად არ იბრძვიან

იმედი

ლაშა გეგეჭკორი: „თიბისი ბანკი“ 2 000 ლარის გადახდის ვადაგადაცილების გამო, სესხის ამომღები კომპანიის მეშვეობით ჩვენგან ითხოვდა 12 000 ლარს, 2018 წელს დადასტურდა რომ ჩვენი სესხი განულდა - მადლობა ბიძინა ივანიშვილს, მის ფონდ “ქართუს” და კომკავშირული სალამი მამუკა ხაზარაძეს

წალკის მუნიციპალიტეტში 4.4 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დაიწყო

წალკის მუნიციპალიტეტში 4.4 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დაიწყო

იმედი