მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: ვაშინგტონის შტატში, სპოკანის მახლობლად ხანძრებმა 700-ზე მეტი შენობა გაანადგურა, 64 000 ადამიანს კი ევაკუაცია მოუწია
Reuters: ვაშინგტონის შტატში, სპოკანის მახლობლად ხანძრებმა 700-ზე მეტი შენობა გაანადგურა, 64 000 ადამიანს კი ევაკუაცია მოუწია

Reuters: ვაშინგტონის შტატში, სპოკანის მახლობლად ხანძრებმა 700-ზე მეტი შენობა გაანადგურა, 64 000 ადამიანს კი ევაკუაცია მოუწია

იმედი|imedinews.ge

ვაშინგტონის შტატის ქალაქ სპოკანის გარეუბნებში მესამე დღეა ტყის ხანძრები მძვინვარებს, რომლებმაც, ოფიციალური პირების განცხადებით, სულ მცირე 700 შენობა გაანადგურა და ათიათასობით ადამიანი აიძულა, დაეტოვებინა საკუთარი სახლი შტატის სიდიდით მეორე ქალაქსა და მის შემოგარენში. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სამი კერისგან შემდგარი ხანძარი ამჟამად აშშ-ის მასშტაბით ყველაზე პრიორიტეტულ მიმართულებად მიიჩნევა. ის წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონშია გავრცელებული, სადაც გვალვის გამო ათობით მასშტაბური ტყის ხანძარი უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება და ჰაერის ხარისხს ფართო ტერიტორიაზე აუარესებს.

სპოკანის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი შაბათს ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში გაჩნდა. სტიქიამ უკვე დაახლოებით 3 200 ჰექტარის ფართობის ტერიტორია გაანადგურა. სპოკანში, რომელიც აიდაჰოს შტატის საზღვართან, კლდოვანი მთების მთისწინეთში მდებარეობს, დაახლოებით 230 000 ადამიანი ცხოვრობს.

სტიქიის ზონიდან გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ვრცელდება ტყის თავზე რამდენიმე კილომეტრის სიგრძის კვამლი, მაშინ როცა სახანძრო ავიაცია ცეცხლის კერებზე წითელი ფერის სპეციალურ ნივთიერებას ასხამს.

ინციდენტის მართვის შტაბის წარმომადგენლის ბენჯამინ კოსელის განცხადებით, ორშაბათისთვის სავალდებულო ევაკუაციის ბრძანება დაახლოებით 64 000 ადამიანზე გაიცა, მაშინ როდესაც ერთი დღით ადრე მათი რაოდენობა მხოლოდ 4 000 იყო. მისივე თქმით, ხანძარმა სულ მცირე 700 შენობა გაანადგურა, ძირითადად საცხოვრებელ რაიონებში.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს სამართალდამცველები იძიებენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Euronews: სანქციები გაურკვეველ მდგომარეობაშია: როგორ აღმოჩნდა ჩიხში ევროკავშირის რუსული საზღვაო მომსახურების აკრძალვის გეგმა

Euronews: სანქციები გაურკვეველ მდგომარეობაშია: როგორ აღმოჩნდა ჩიხში ევროკავშირის რუსული საზღვაო მომსახურების აკრძალვის გეგმა

იმედი

ონის მუნიციპალიტეტში შქმერი-მრავალძალის საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყო

ონის მუნიციპალიტეტში შქმერი-მრავალძალის საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყო

იმედი

ნინო წილოსანი რადიკალებზე:  დღეს პრემიერმა სრულიად ლეგიტიმური კითხვა დასვა - „რატომ არ ჰქონდათ მათ დავალებული რუსოფობობა მაშინ, როდესაც ამის ყველაზე მძაფრი მიზეზი არსებობდა, ანუ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ დაევალათ რუსოფობობა ახლა, როდესაც რუსული აგრესიის მსხვერპლი არა მათი ფორმალური სამშობლო, არამედ სხვა, თუნდაც მეგობარი ქვეყანა გახდა?“

ნინო წილოსანი: საკუთარ ქვეყანაში ომისა და ოკუპაციის დროს დუმხარ, რუსულ კაპიტალს ტაშს უკრავ და 2022 წლიდან უცებ „მთავარი რუსოფობი“ ხდები - აი, ეს არის რადიკალური ჯგუფების და ოპოზიციის სახე!

ნინო წილოსანი: საკუთარ ქვეყანაში ომისა და ოკუპაციის დროს დუმხარ, რუსულ კაპიტალს ტაშს უკრავ და 2022 წლიდან უცებ „მთავარი რუსოფობი“ ხდები - აი, ეს არის რადიკალური ჯგუფების და ოპოზიციის სახე!

იმედი