მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ონის მუნიციპალიტეტში შქმერი-მრავალძალის საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყო
ონის მუნიციპალიტეტში შქმერი-მრავალძალის საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყო

ონის მუნიციპალიტეტში შქმერი-მრავალძალის საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყო

იმედი|imedinews.ge

საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ონის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მნიშვნელობის შქმერი-მრავალძალის 9 კილომეტრზე მეტი სიგრძის საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყო.

შქმერი-მრავალძალის გზის რეაბილიტაცია რაჭის რეგიონისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია. მაღალმთიან რელიეფზე მდებარე შქმერი და მრავალძალი გამოირჩევა როგორც ისტორიულ-კულტურული, ისე ტურისტული მნიშვნელობით. ორივე სოფელში განთავსებულია უძველესი ეკლესიები, ხოლო სოფელ შქმერში მდებარეობს კანიონი, კარსტული მღვიმე და სხვა ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები, რომლებიც ყოველწლიურად უამრავ ადგილობრივ და უცხოელ ვიზიტორს იზიდავს. არსებული ხრეშოვანი გზა მნიშვნელოვნად არის დაზიანებული, რაც გადაადგილებას ართულებს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის. მშრალ ამინდში გზაზე მაღალია დამტვერიანება, ხოლო ნალექიან პერიოდში გადაადგილება კიდევ უფრო რთულდება.

პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობა და ვიზიტორები შეძლებენ უსაფრთხოდ, კომფორტულად და შეუფერხებლად გადაადგილებას. განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო სრულად ათვისებას და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას.

სამუშაოების ღირებულება 23 მილიონ ლარამდეა, ხოლო პროექტის დასრულება 2028 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მშენებლობა

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 70 სტატია.

  • პრემიერ-მინისტრი შქმერი-მრავალძალის გზის მშენებლობის პროცესს გაეცნორუსთავი 2
  • „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პირველი თაუერის მშენებლობა ერთდროულად ორ ზონაში აქტიურად მიმდინარეობსBM.GE
  • პროტესტი გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე - მოსახლეობა სასტუმროს მშენებლობის შეჩერებას ითხოვსტვ პირველი
  • უშგულში ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე უნებართვო მშენებლობა შეჩერდაფორმულა
მშენებლობა →

მსგავსი სტატიები

ირაკლი ქადაგიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ ეს ქმედებები 2008 წელს, თუ ახლაც, არ იყო განპირობებული საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან, ისინი გარე დაკვეთით მოქმედებდნენ მაშინაც და გარე დაკვეთით მოქმედებენ ახლაც

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: კარგად გვახსოვს, რომ მათ ხმა მისცეს ომიდან სულ მალე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრებას. აღუდგინეს უვიზო მიმოსვლა ცალმხრივად რუსეთის მოქალაქეებს. გადასცეს ჩვენი სტრატეგიული ობიექტები რუსეთის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ კომპანიებს. ხელი მოუწერეს რეზოლუციაზე, სადაც ჩვენს გმირ სამხედროებს დააბრალეს ომის დაწყება

ზაალ ანჯაფარიძე: 2008 წლის აგვისტოს ომის ტრაგიკულ წლისთავზე, კიდევ ერთხელ გვიწევს გააზრება იმისა, თუ რაოდენ დამღუპველია ქვეყნის ხელისუფლებაში უცხოური ინტერესების მომსახურე მარიონეტების მოხვედრა

ზაალ ანჯაფარიძე: 2008 წლის აგვისტოს ომის ტრაგიკულ წლისთავზე, კიდევ ერთხელ გვიწევს გააზრება იმისა, თუ რაოდენ დამღუპველია ქვეყნის ხელისუფლებაში უცხოური ინტერესების მომსახურე მარიონეტების მოხვედრა

იმედი

კახა კალაძე: სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის შიგნით პოლიტიკას ვერ გააკეთებენ, შეეგუეთ ამას

კახა კალაძე: სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის შიგნით პოლიტიკას ვერ გააკეთებენ, შეეგუეთ ამას

იმედი