მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 589-მდე გაიზარდა
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 589-მდე გაიზარდა

Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 589-მდე გაიზარდა

იმედი|imedinews.ge

ვენესუელაში ორი დღის წინ მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას 589 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ასობით ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ვენესუელის მთავრობის ინფორმაციით, დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად კიდევ 2 980 ადამიანი დაშავდა. ხელისუფლების შეფასებით, ნანგრევებში კიდევ ასობით ადამიანია მოყოლილი.

დაკარგულთა მოძიებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე პარასკევის დილის მონაცემებით 50 000-მდე ადამიანის შესახებ იყო შეტყობინება შესული.

ვენესუელაში ჩასულები არიან საერთაშორისო სამაშველო ჯგუფები. მათ ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანეს და სამძებრო-სამაშველო ოპერაციას ადგილზე აწარმოებენ.

7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, რომლებიც ლათინური ამერიკის თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერად მიიჩნევა, ოთხშაბათს საღამოს, კარაკასიდან დაახლოებით 160 კილომეტრის დასავლეთით მოხდა.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის პროგნოზით, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ შესაძლოა 10 000-ს გადააჭარბოს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი