მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რევაზ სოხაძე: ინდექსაციის ცვლილებები ბიზნესს გრძელვადიანი დაგეგმვის შესაძლებლობას აძლევს
რევაზ სოხაძე: ინდექსაციის ცვლილებები ბიზნესს გრძელვადიანი დაგეგმვის შესაძლებლობას აძლევს

რევაზ სოხაძე: ინდექსაციის ცვლილებები ბიზნესს გრძელვადიანი დაგეგმვის შესაძლებლობას აძლევს

იმედი|imedinews.ge

ინდექსაციასთან დაკავშირებული ცვლილებები და ახალი ფასების ფორმირების მექანიზმები ბიზნესისთვის გრძელვადიანი დაგეგმვის შესაძლებლობას ქმნის და რისკების დაზღვევას უზრუნველყოფს, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“.

მინისტრის თქმით, ის ხშირად ისმენს კრიტიკას, თითქოს სახელმწიფოს მხრიდან გაძლიერებული მოთხოვნები ბიზნესს რთულ მდგომარეობაში აყენებს, თუმცა მისი შეფასებით, მიმდინარე რეფორმები სექტორის გაჯანსაღებას ემსახურება.

რევაზ სოხაძის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია 14%-იანი ზედნადები ხარჯის განსაზღვრა, რომელიც მინიმალურ ნიშნულზეა დაფუძნებული და სამუშაოების მიხედვით ცვალებადია. მინისტრის შეფასებით, ფასების ფორმირების ახალი სისტემა მანკიერ პრაქტიკებს ანაცვლებს და უზრუნველყოფს, რომ სახელმწიფო შესყიდვები საბაზრო რეალობას დაეფუძნოს. მისივე თქმით, ახალი პრეისკურანტი საბაზრო ფასებს ეყრდნობა, ხოლო ტენდერებში კონკურენცია განსაზღვრავს საბოლოო ღირებულებას, თუმცა ხარისხის კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან უცვლელი რჩება.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს სამინისტროს სისტემაში, მათ შორის მუნიციპალური განვითარების ფონდის, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ჩათვლით დაახლოებით 9.5 მილიარდი ლარის ტენდერები გამოცხადდება, საიდანაც უკვე 3 მილიარდ ლარზე მეტი უკვე გამოცხადებულია. მისივე თქმით, პროექტები მოიცავს სკოლების, ბაღების, გზების, სპორტული ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების მიმართულებებს და ისინი ახალი წესებით განხორციელდება, ხოლო უწყება ყოველდღიურად იქნება ჩართული, რადგან სწორედ ეს პროცესები წაიყვანს ქვეყანას წინ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბიზნესის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 63 სტატია.

  • სათამაშო ბიზნესის ფული "ქართული ოცნების" ყულაბაში - რას ამბობენ ექსპერტებიტვ პირველი
  • თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია დღგ-ის 100 000-ლარიანი ზღვრის გაზრდაზე ფინანსთა სამინისტროს უარს პასუხობსBM.GE
  • POLITICO: რატომ არ მუშაობს ბრიუსელის რეფორმები - ევროპული ბიზნესი იმედგაცრუებულიარუსთავი 2
  • ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლადნეტგაზეთი
ბიზნესის →

მსგავსი სტატიები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: აუცილებლად დიდი სიფრთხილეა საჭირო ამ მიმართულებით. იქ არის გარკვეული კლინიკური მაჩვენებლები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი. ყველა ეს საკითხი მოითხოვს სკუპტულოზურ მუშაობას. საბედნიეროდ დღეს უკვე ამ ფაზაში ვართ, როდესაც უკვე ამ საკითხებზე მუშაობა იწყება. ეს არის მოსალოცი ამბავი

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

იმედი

ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს

ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს

იმედი

მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილებაზე: რთულია, როდესაც არ ზის საქართველო მოლაპარაკებების მაგიდასთან, დაიცვა შენი ქვეყნის ინტერესები, თუმცა ვაგრძელებთ ევროკომისიასთან მუშაობას იმისათვის, რომ ექვსთვიანი პერიოდი დასრულდეს ჩვენი ინტერესების მაქსიმალური დაცვით