მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რევაზ სოხაძე: ინფრასტრუქტურული პროექტები ეკონომიკურ ზრდაში დიდ წვლილს შეიტანს
რევაზ სოხაძე: ინფრასტრუქტურული პროექტები ეკონომიკურ ზრდაში დიდ წვლილს შეიტანს

რევაზ სოხაძე: ინფრასტრუქტურული პროექტები ეკონომიკურ ზრდაში დიდ წვლილს შეიტანს

იმედი|imedinews.ge

„ქვეყნის ეკონომიკის პირველი კვარტალის ორნიშნა ზრდაში, ალბათ, ინფრასტრუქტურის მშენებლობასაც აქვს თავისი წილი ამ შედეგში და ჩვენ გარანტიას ვიძლევით, რომ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ახალი, საინტერესო პროექტი დაიწყება. ეს პროექტები იქნება როგორც ფუნქციურად მნიშვნელოვანი, ასევე ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის გადამწყვეტი,“ - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი“ ახალ პროექტებზე საუბრისას.

მისი თქმით, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს პროექტირებების პროცესი, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს, თუმცა საბოლოოდ უზრუნველყოფს მშენებლობის პროცესში შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას.

„სრულფასოვანი პროექტის ჩამოყალიბება ნიშნავს ნაკლებ შეფერხებას მშენებლობისას, რაც ამ სფეროში უმნიშვნელოვანესია. ჩვენ ძალიან დიდი მიწოდება გვექნება სამშენებლო კომპანიებისთვის და მინდა მათაც მოვუწოდო, რომ მზად იყვნენ ამ გამოწვევისთვის“,- აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

რევაზ სოხაძის თქმით, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

„ჩვენ გვჯერა, რომ ამ მიმართულებით ჩვენი მუშაობა კიდევ უფრო გააძლიერებს ეკონომიკურ პროგრესს და შექმნის ახალ შესაძლებლობებს როგორც ბიზნესისთვის, ისე ქვეყნისთვის მთლიანად“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

იმედი

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

იმედი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

იმედი