მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რევაზ სოხაძე: ხარისხთან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულება ცნობილია - აბსოლუტურად უკომპრომისოები ვიქნებით ამ კუთხით. ყველამ ერთად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ თითოეული თეთრი დაიხარჯოს ხარისხიანი ინფრასტრუქტურის შექმნაში. სხვანაირად შეუძლებელია
რევაზ სოხაძე: ხარისხთან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულება ცნობილია - აბსოლუტურად უკომპრომისოები ვიქნებით ამ კუთხით. ყველამ ერთად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ თითოეული თეთრი დაიხარჯოს ხარისხიანი ინფრასტრუქტურის შექმნაში. სხვანაირად შეუძლებელია

იმედი|imedinews.ge

ხარისხთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია ჩვენი დამოკიდებულება, რომ ჩვენ აბსოლუტურად უკომპრომისოები ვიქნებით ამ კუთხით. ყველამ ერთად, ერთი მხრივ სამინისტრომ და მეორე მხრივ ჩვენმა პარტნიორმა კერძო კომპანიებმა და კონტრაქტორებმა, უნდა მივაღწიოთ იმას, რომ რასაც შევქმნით, თითოეული თეთრი უნდა დაიხარჯოს ხარისხიანი ინფრასტრუქტურის შექმნაში. სხვანაირად შეუძლებელია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.

მისივე თქმით, სამინისტრო არა მხოლოდ სპორტული ინფრასტრუქტურის კუთხით, არამედ ძალიან ბევრი მიმართულებით მუშაობს, ეს იქნება სასკოლო ინფრასტრუქტურა, ბაღები, კულტურის ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ.

„სპორტი მართლაც გამორჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბის პროგრამა მიმდინარეობს დღეს საქართველოში, ეს არის ტექნიკური საფეხბურთო სტადიონების მშენებლობა, ტექნიკური სარაგბო სტადიონების მშენებლობა, მულტიფუნქციური ცენტრების დაპროექტება და წლის ბოლოს დაიწყება სამშენებლო პროცესები, ასევე ე.წ. ტრიბუნიანი სტადიონების მშენებლობა. ეს არის საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო პროგრამა. მსგავსი მასშტაბის სამუშაოები ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში არასდროს განხორციელებულა და მე ძალიან მეამაყება, რომ ამის მონაწილე ვარ, როგორც ერთი უბრალო მოქალაქე.

ძალიან მნიშვნელოვანია ეს, არა მხოლოდ სპორტული მიღწევების თვალსაზრისით, არამედ ზოგადად ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის. იმისთვის, რომ ჩვენი რეგიონები თანაბრად იყოს განვითარებული და ყველა სოფლის, დაბის თუ ქალაქის მცხოვრებს შეეძლოს ისარგებლოს იმ სერვისებით, რაც დღეს ბუნებრივია და საბაზისო სერვისებს წარმოადგენს. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ათიათასობით ახალგაზრდას და არა მხოლოდ ახალგაზრდას, უახლოეს პერიოდში ექნება ყველა სპორტული ინფრასტრუქტურით სარგებლობის საშუალება, რაც ძალიან აქტუალურია დღეს ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის რეგიონების თანაბრად განვითარებისთვის. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ძალიან წარმატებით დავასრულებთ ამ პროგრამას და პირველ ხელშესახებ შედეგს დაინახავს მოსახლეობა“, - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი: სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ომის დასრულების კონკრეტულ წინადადებას ჩაიტანენ

ტრამპი: სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ომის დასრულების კონკრეტულ წინადადებას ჩაიტანენ

იმედი

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბარბარა ფოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბარბარა ფოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

იმედი

ტრამპი: მე ვესაუბრები პუტინს, მას ძალიან კარგად ვიცნობ - პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს

ტრამპი: მე ვესაუბრები პუტინს, მას ძალიან კარგად ვიცნობ - პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს

იმედი

უკრაინაში გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსანი თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობის ბრალდებით დააკავეს

უკრაინაში გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსანი თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობის ბრალდებით დააკავეს

იმედი