მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რევაზ სოხაძე კომაროვის სკოლის იუბილეზე: ინფრასტრუქტურა არის ინვესტიცია მომავალში, ყველაფერს გავაკეთებთ მის გასაძლიერებლად
რევაზ სოხაძე კომაროვის სკოლის იუბილეზე: ინფრასტრუქტურა არის ინვესტიცია მომავალში, ყველაფერს გავაკეთებთ მის გასაძლიერებლად

რევაზ სოხაძე კომაროვის სკოლის იუბილეზე: ინფრასტრუქტურა არის ინვესტიცია მომავალში, ყველაფერს გავაკეთებთ მის გასაძლიერებლად

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრმა საიუბილეო თარიღი მიულოცა სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებს, ადმინისტრაციასა და კურსდამთავრებულებს და ხაზი გაუსვა კომაროვის სკოლის განსაკუთრებულ როლს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაში. მისი თქმით, სრულიად დამსახურებულად, „კომაროვი“ დღეს უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც ცოდნასა და მაღალი ხარისხის განათლებასთან ასოცირებული ბრენდი. რევაზ სოხაძემ აღნიშნა, რომ რთულ 90-იან წლებშიც კი, როდესაც ბევრი რამ კარგავდა მნიშვნელობას, კომაროვის სკოლა უცვლელად ინარჩუნებდა ცოდნისა და მაღალი აკადემიური სტანდარტის სიმბოლოს სტატუსს. „კომაროველის“ სახელი ყოველთვის განსაკუთრებულ პატივისცემასთან და მაღალი დონის განათლებასთან იყო დაკავშირებული.

მინისტრის განცხადებით, ღონისძიებაში მონაწილეობა მისთვის დამატებითი მოტივაციაა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში. მისი თქმით, ღონისძიებაზე წარმოდგენილმა მოსწავლეთა ნამუშევრებმა და მათმა ენთუზიაზმმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი საგანმანათლებლო კერების მხარდაჭერა.

„საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება არის ინვესტიცია მომავალში და ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულება სწორედ ისეთი სკოლების გაძლიერებაა, როგორიც კომაროვის სახელობის სკოლაა. დღეს ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებით სჭირდება ტექნიკური ცოდნა და განათლება, ამიტომ აუცილებელია ასეთ ახალგაზრდებს ჰქონდეთ განვითარების მაქსიმალური შესაძლებლობა,“ - განაცხადა სოხაძემ.

მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც სკოლის განვითარებაში მონაწილეობს და აღნიშნა, რომ კომაროვის სკოლას მთავრობის მხრიდან ძლიერი მხარდაჭერა აქვს.

საიუბილეო ღონისძიებაზე სკოლის დირექტორმა ვახტანგ ჯაოშვილმა დამსწრეებს გააცნო სკოლის 60-წლიანი განვითარების ისტორია, მნიშვნელოვანი ეტაპები და კურსდამთავრებულთა მიღწევები. ღონისძიების დასასრულს, მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სამინისტროს მზადყოფნა, ეტაპობრივად მოაგვაროს სკოლის წინაშე არსებული ინფრასტრუქტურული გამოწვევები.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ინფრასტრუქტურის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 78 სტატია.

  • აზერბაიჯანმა უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის თითქმის 40 ტონა აღჭურვილობა გადასცაფორმულა
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლაBM.GE
  • კახეთში, სარწყავი ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შედეგად, წყალუზრუნველყოფა 170 ჰექტარზე გაუმჯობესდებარუსთავი 2
ინფრასტრუქტურის →

მსგავსი სტატიები

არგენტინის მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობაში, რაც ხელისუფლებას უფლებამოსილებას ანიჭებს, ქვეყნიდან გააძევოს უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ზეპირი თუ წერილობითი ფორმით ავრცელებენ სიძულვილის შემცველ გზავნილებს არგენტინის ან მისი ეროვნული სიმბოლოების წინააღმდეგ

The New York Times: ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად

The New York Times: ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად

იმედი

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი