მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რევაზ სოხაძე: სამინისტროს ახალი პროგრამა მომავალ თაობებზე ორიენტირებული ურბანული გარემოს შექმნას ემსახურება
რევაზ სოხაძე: სამინისტროს ახალი პროგრამა მომავალ თაობებზე ორიენტირებული ურბანული გარემოს შექმნას ემსახურება

რევაზ სოხაძე: სამინისტროს ახალი პროგრამა მომავალ თაობებზე ორიენტირებული ურბანული გარემოს შექმნას ემსახურება

იმედი|imedinews.ge

ვიწყებთ ახალ პროგრამას – „მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის”, რომლის მიზანია ჩვენს ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში ისეთი ურბანული გარემოს შექმნა, რომელიც არა მხოლოდ დღევანდელობაზე, არამედ მომავალ თაობებზე იქნება ორიენტირებული. ვფიქრობთ, რომ ჩვენი ქალაქებისა და დაბებისთვის აუცილებელია არა მხოლოდ კარგი ინფრასტრუქტურისა და ხარისხიანი ობიექტების მშენებლობა, არამედ არანაკლებ მნიშვნელოვანია რეკრეაციული სივრცეების შექმნა, რომლებიც მომავალზე იქნება გათვლილი. მიხარია, რომ ეს ყველაფერი დღეს სწორედ რუსთავიდან დაიწყო და ჩვენ ამ პროგრამას აუცილებლად გავაგრძელებთ მთელი საქართველოს მასშტაბით. შემდეგი ქალაქი საქართველოს ყველა დანარჩენი ქალაქი იქნება, – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ რუსთავში გამწვანების ღონისძიების შემდეგ.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით ახალ პროგრამას – “მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის” იწყებს. პროგრამის ფარგლებში უკვე შეძენილია 15 500 მერქნიანი, მარადმწვანე და ფოთლოვანი დიდვარჯიანი ნერგი, რომლებიც ეტაპობრივად საქართველოს ყველა რეგიონში დაირგვება.

პროგრამის მიზანია ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში ისეთი ურბანული გარემოს შექმნა, რომელიც ადამიანზეა ორიენტირებული, აძლიერებს ეკოლოგიურ ბალანსს და უზრუნველყოფს თანამედროვე, ჯანსაღ და სიცოცხლისუნარიან საჯარო სივრცეებს.

პროგრამა დღეს ქალაქ რუსთავში დაიწყო, სადაც ქალაქის შესასვლელთან არსებულ გზაგამყოფ კუნძულსა და მიმდებარე ტერიტორიაზე სიმბოლურად 250 ძირი ხე-მცენარე, მათ შორის არიზონის კვიპაროსები და აღმოსავლური ჭადრები, დაირგო.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, ქალაქ რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, სამინისტროს, ფონდისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები.

ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, პროგრამა თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარების ახალი ხედვის ნაწილია.

პროგრამის ფარგლებში დარგვითი სამუშაოები აგროტექნიკური სტანდარტების სრული დაცვით განხორციელდება და მოიცავს ახლად რეაბილიტირებული და მშენებარე სკოლებისა და საბავშვო ბაღების ეზოების გამწვანებას, გზაგამყოფი ზოლებისა და სატრანსპორტო კუნძულების ლანდშაფტურ მოწყობას, დეგრადირებული მწვანე ნარგაობების ჩანაცვლებასა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ახალი მწვანე სივრცეების შექმნას.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპმა აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავთან დაკავშირებით პასპორტის ახალი დიზაინის ფოტო გამოაქვეყნა

ტრამპმა აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავთან დაკავშირებით პასპორტის ახალი დიზაინის ფოტო გამოაქვეყნა

იმედი

გიორგი პატარიძე: თუ ისევ გავაგრძელებთ ბრიფინგებით საუბარს და არ გადავალთ კონკრეტულ საქმეზე და კონკრეტული პროცესების მართვაზე, მაშინ მე იძულებული ვიქნები, უკვე სხვა ნაბიჯები გადმოვდგა. თუმცა, მე ვიცავ ამ შემთხვევაში მსჯავრდებულის ინტერესებს, ეს დაიმახსოვრეთ

გიორგი პატარიძე: კიდევ ერთხელ თქვენი ეთერის საშუალებით მინდა ვისარგებლო და მივმართო ქალბატონ მაკა იოსელიანს, მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას ექიმს: მზად ვარ, ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროს, შევხვდე მას და რეალური დინამიკა მივცეთ ამ პროცესს

პოლონეთში დააკავეს უკრაინის მოქალაქე, რომელსაც ინტერნეტში კაროლ ნავროცკის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებების გავრცელება ედება ბრალად

პოლონეთში დააკავეს უკრაინის მოქალაქე, რომელსაც ინტერნეტში კაროლ ნავროცკის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებების გავრცელება ედება ბრალად

იმედი