მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რევაზ სოხაძე: თელავში სტიქიის დროს ინტერვიუში ვახსენე, რომ სტიქია ყველა ქვეყანაშია და სამწუხაროდ, ხელზე დაიხვიეს ზოგიერთებმა ეს გამოთქმა, თითქოს ეს ასე არ იყოს. ბუნებრივია ყველგან ხდება სტიქია და ამისგან დაზღვეული არავინ არის, თუმცა ხელისუფლების სიძლიერე ზუსტად იმაში მდგომარეობს, თუ როგორი რეაგირება აქვს სტიქიურ მოვლენაზე
რევაზ სოხაძე: თელავში სტიქიის დროს ინტერვიუში ვახსენე, რომ სტიქია ყველა ქვეყანაშია და სამწუხაროდ, ხელზე დაიხვიეს ზოგიერთებმა ეს გამოთქმა, თითქოს ეს ასე არ იყოს. ბუნებრივია ყველგან ხდება სტიქია და ამისგან დაზღვეული არავინ არის, თუმცა ხელისუფლების სიძლიერე ზუსტად იმაში მდგომარეობს, თუ როგორი რეაგირება აქვს სტიქიურ მოვლენაზე

იმედი|imedinews.ge

შეუძლებელია, რომ ყველა შესაძლო საფრთხე წინასწარ გათვალო, თუმცა ვცდილობთ, რომ ამ მიმართულებით პროაქტიულები ვიყოთ და მაქსიმალურად დავიცვათ და მინიმუმამდე დავიყვანოთ ის ზარალი, რაც შეიძლება სტიქიამ გამოიწვიოს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.

მისი თქმით, წელს ნაპირსამაგრ სამუშაოებზე ორჯერ მეტი თანხა დაიხარჯა.

„თელავში სტიქიის დროს ინტერვიუში ვახსენე, რომ სტიქია ყველა ქვეყანაშია და სამწუხაროდ, ხელზე დაიხვიეს ზოგიერთებმა ეს გამოთქმა, თითქოს ასე არ იყოს. ბუნებრივია ყველგან ხდება სტიქია და ამისგან დაზღვეული არავინ არის, თუმცა ხელისუფლების სიძლიერე ზუსტად იმაში მდგომარეობს, თუ რას აკეთებს ის საპრევენციოდ და შემდგომში თუ მაინც მოხვდა გარკვეული შემთხვევები, როგორი რეაგირება აქვს მას ამა თუ იმ სტიქიურ მოვლენაზე და სტიქიურ უბედურებაზე. ჩვენმა ხელისუფლებამ კარგად ანახა, მათ შორის თელავშიც, თუ რა რეაგირება იყო და პირველ ყოვლისა ეს თელაველებმა დაინახეს.

რაც შეეხება ნაპირსამაგრებს, ჩვენი სამინისტრო აქტიურად მუშაობს ამ თვალსაზრისით. წელს დაახლოებით ორჯერ მეტ თანხას ვხარჯავთ ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის. ყველგან, სადაც შესაძლო რისკის ზონა შეიძლება იყოს მომავალ წელსაც ანალოგიური ზრდის ტენდენცია გაგრძელდება. თუმცა, რა თქმა უნდა შეუძლებელია, რომ ყველაფერი წინასწარ გათვალო, ყველა შესაძლო საფრთხე წინასწარ იყოს გათვლილი. თუმცა ვცდილობთ, რომ ამ მიმართულებით პროაქტიულები ვიყოთ და მაქსიმალურად დავიცვათ და მინიმუმამდე დავიყვანოთ ის ზარალი, რაც შეიძლება სტიქიამ გამოიწვიოს“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი: სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ომის დასრულების კონკრეტულ წინადადებას ჩაიტანენ

ტრამპი: სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ომის დასრულების კონკრეტულ წინადადებას ჩაიტანენ

იმედი

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბარბარა ფოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბარბარა ფოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

იმედი

ტრამპი: მე ვესაუბრები პუტინს, მას ძალიან კარგად ვიცნობ - პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს

ტრამპი: მე ვესაუბრები პუტინს, მას ძალიან კარგად ვიცნობ - პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს

იმედი

უკრაინაში გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსანი თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობის ბრალდებით დააკავეს

უკრაინაში გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსანი თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობის ბრალდებით დააკავეს

იმედი