
რიმა ბერაძე IRI-ს კვლევაში ოპოზიციის შედეგებზე: თითოეულ მათგანს ის შედეგი აქვს, რაც დაიმსახურეს, ქართველმა ხალხმა მათ განაჩენი გამოუტანა
იმედი|imedinews.ge
ჩვენ ვნახეთ IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევა, თითოეულ მათგანს ის შედეგი აქვს, რაც დაიმსახურეს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რიმა ბერაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციას მათივე ქმედებების გამო, ქართველმა ხალხმა განაჩენი გამოუტანა.
„აანონსებდნენ, რომ იქნებოდა მსხვილმასშტაბიანი აქცია და ვნახეთ რამდენიმე ათეული ადამიანი. ეს არის შედეგი, ქართველმა ხალხმა მათ განაჩენი გამოუტანა“, - აღნიშნა ბერაძემ.
IRI-ის კვლევაში ოპოზიციას ისტორიული მინიმუმი აქვს. პარტიების ნაწილს 1%-იანი მხარდაჭერა აქვს, ნაწილს 2%-იანი. ცდომილების ზღვარსაც კი ვერ გაუტოლდა „ლელო“. ამ ფონზე „ქართულ ოცნებას“ ალოკაციით 55%, ალოკაციის გარეშე კი 36% აქვს.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge