მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რკინიგზაში გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულზე დაკავებულებს ბრალს აცნობენ
რკინიგზაში გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულზე დაკავებულებს ბრალს აცნობენ

რკინიგზაში გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულზე დაკავებულებს ბრალს აცნობენ

იმედი|imedinews.ge

რკინიგზაში გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულზე დაკავებულებს ბრალს აცნობენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრალდებულებთან ადვოკატები და გამომძიებლები იმყოფებიან.

„ველოდებით ამ ბრალის მასალებს და იქ გამოჩნდება რა ჩვენებები თუ დოკუმენტებია. ნაწილში ცნობდა, ნაწილს არა, რადგან როდესაც ჯართის ბიზნესით არის ადამიანი დაკავებული და თან წლების განმავლობაში, ისინი ყველა ერთმანეთს იცნობდნენ. მთავარი არის დადგინდეს, მათ შორის იყო რაიმე კანონსაწინააღმდეგო თუ კანონშესაბამისი ურთიერთობები. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამტკიცებს, რომ კანონსაწინააღმდეგო მას არაფერი ჩაუდენია“, - განაცხადა ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა.

„ბრიფინგის ფაქტები უნდა იყოს დადასტურებული საქმის მასალებით, რომელსაც ჩვენ ამ ეტაპზე არ ვიცნობთ. ამ ყველაფერზე დეტალურ ინფორმაციას აუცილებლად მოგაწვდით, რადგან ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რომ პროცესი გამჭვირვალე იყოს“, - განაცხადა ადვოკატმა სალომე ჯანუაშვილმა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაული არ ჩაუდენია, ის გამოიყენებს დუმილის უფლებას და შემდგომ ვნახავთ საქმეში რა მტკიცებულებები არსებობს და იმის მიხედვით გავაკეთებთ დამატებით შეფასებას. ის იყო ფერადი ლითონებით ჩაბარებით დაკავებული და ასევე იყო ტრაქტორის მძღოლი“, - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ლაღიძემ.

„არანაირი დოკუმენტის გაყალბება მისი მხრიდან არ ყოფილა. უფრო დეტალურად გავეცნობით ბრალის დადგენილებას, გავიგებთ რას გვედავება ბრალდების მხარე და შესაბამისი პოზიცია გვექნება“, - განაცხადა ადვოკატმა დიანა გვიშიანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დაკავებული

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 63 სტატია.

  • იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვისთვის 3 უცხოელია დაკავებული - შსსBM.GE
  • აქციებზე დაკავებული აქტივისტების მშობლები რაჭაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენტვ პირველი
  • შსს: თამაზ ელიზბარაშვილი პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით არის დაკავებულიფორმულა
  • დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდარუსთავი 2
დაკავებული →ბრალი →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი