მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რომან კაკულია: არა მარტო კაია კალასისთვის, არამედ ძალიან ბევრი ბიუროკრატისთვის გასაგები ხდება, რომ საქართველოსთვის ახლა შუა დერეფნის ფუნქციის მინიჭება უფრო მნიშვნელოვანია მათი ეკონომიკური გადარჩენისთვის, ვიდრე ის ფუნქცია, რომელიც მათ ადრე ჰქონდათ მინიჭებული, როდესაც პროქსი ქვეყნად განიხილავდნენ
რომან კაკულია: არა მარტო კაია კალასისთვის, არამედ ძალიან ბევრი ბიუროკრატისთვის გასაგები ხდება, რომ საქართველოსთვის ახლა შუა დერეფნის ფუნქციის მინიჭება უფრო მნიშვნელოვანია მათი ეკონომიკური გადარჩენისთვის, ვიდრე ის ფუნქცია, რომელიც მათ ადრე ჰქონდათ მინიჭებული, როდესაც პროქსი ქვეყნად განიხილავდნენ

იმედი|imedinews.ge

არა მარტო კაია კალასისთვის, არამედ ძალიან ბევრი ბიუროკრატისთვის გასაგები ხდება, რომ საქართველოსთვის ახლა შუა დერეფნის ფუნქციის მინიჭება უფრო მნიშვნელოვანია მათი ეკონომიკური გადარჩენისთვის, ვიდრე ის ფუნქცია, რომელიც მათ ადრე ჰქონდათ მინიჭებული, - განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ ევრობიუროკრატებზე საუბრისას გადაცემაში „EURO ანატომია“.

მისივე განმარტებით, ევრობიუროკრატები საქართველოს მთავარ ფუნქციას პროქსი ქვეყნად ყოფნას განიხილავდნენ.

„ევროკავშირში უკვე ძალიან კარგად განიხილავენ იმას, რომ რადგანაც ეს ფუნქცია თავის თავზე უკრაინამ აიღო - დაპირისპირება რუსეთთან, და მაშინ ასეთი მკაფიო არ იყო ჩრდილოეთითა და სამხრეთით დერეფნების ასეთი დიდი გამოწვევები და ამიტომ განიხილებოდა საქართველოც ამ პროექტის ნაწილად. მაგრამ დღეს, როდესაც ეს დერეფნები ასე ჩაკეტილია და ცეცხლის შეწყვეტა დროებით კიდეც რომ მოხდეს, გასაგები ხდება, რომ ეს მხოლოდ დროებითი იქნება და არავინ იცის, როდის ჩაიკეტება ისევ. შუა დერეფანმა, შესაძლოა ერთადერთი დერეფნის სტატუსიც კი შეიძინოს.

აქედან გამომდინარე, არა მარტო კაია კალასისთვის, არამედ ძალიან ბევრი ბიუროკრატისთვის გასაგები ხდება, რომ საქართველოსთვის ახლა ამ ფუნქციის მინიჭება უფრო მნიშვნელოვანია, მათი ეკონომიკური გადარჩენისთვის, ვიდრე ის ფუნქცია, რომელიც მათ ადრე ჰქონდათ მინიჭებული. ახლა საქმე იმაშია, რომ ეს მათ პირდაპირ ასე აღიარონ და დაიწყონ საქართველოსთან ურთიერთობა, მაშინ უნდა აღიარონ, რომ მთელი 4 წლის განმავლობაში, რასაც ისინი ამბობდნენ, იყო ტყუილი. ამას რომ ვერ აკეთებენ, ეს არის მათი ძალიან დიდი პრობლემა“, - განაცხადა კაკულიამ.

მან ასევე ისაუბრა, თუ რას მოუტანს ევროპას შავი ზღვის სტრატეგიის საქართველოს გარეშე განხილვა.

„ევროპა ამ სტრატეგიით ვერ ივლის. ისინი აუცილებლად შეიცვლებიან, რადგან მათივე გადარჩენისთვისაა ეს დერეფანი ძალზედ მნიშვნელოვანი. უკრაინის მიმართ დამოკიდებულება უკვე გარკვეულია. ეს ომი ორი წლის განმავლობაში არ დასრულდება. შესაძლოა, კიდევ გაგრძელდეს. შესაძლოა, ცეცხლის შეწყვეტაზე იყოს საუბარი, მაგრამ კიდეც რომ შეწყდეს, ცეცხლის შეწყვეტა არ არის-ხოლმე საკმარისი იმისთვის, რომ სრულფასოვნად აღდგეს იქ ტვირთების მოძრაობის ის ტენდენცია და ტრაექტორია, რომელიც მანამდე იყო ცნობილი“, - აღნიშნა კაკულიამ.

მისივე თქმით, დღეს საქართველომ და კავკასიამ სულ სხვა ფუნქცია შეიძინა, მაგრამ ევრობიუროკრატები თავიანთი წინანდელი ნარატივების ტყვეობაში იმყოფებიან.

„რადგან პოლიტიკური ქულების დაკარგვასთანაა დაკავშირებული მათ მიერ ამის აღიარება, ეს რიტორიკა გაგრძელდება. გაგრძელდება, ალბათ კიდევ ცოტა ხანს, სანამ გარდაუვალი არ გახდება საქართველოს ჩართვა ამ პროცესში“, - განაცხადა კაკულიამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

POLITICO: ევროპელი დიპლომატები „რეფორმა გაერთიანებული სამეფოსთვის“ პარტიის ლიდერთან ფარულ კონტაქტებს ამყარებენ

POLITICO: ევროპელი დიპლომატები „რეფორმა გაერთიანებული სამეფოსთვის“ პარტიის ლიდერთან ფარულ კონტაქტებს ამყარებენ

იმედი

ირაკლი ლატარია: დარწმუნებული ვარ, ნაძირალა დიტო ჩუბინიძე და მისი ბოსი, ძალიან ცუდად დაამთავრებენ ამ ბინძურ „თამაშებს“. ჯერ იყო და პრემიერ კობახიძეს დააბრალეს გარეჯის გაყიდვა, შემდეგ ლაზარე ჯორბენაძის სუიციდზე ააწყვეს კონსპირაცია ღარიბაშვილის დავალებით. ჰოდა სახელმწიფო ასეთ პროვოკაციებს უპასუხოდ არ დატოვებს

ზურაბ პატარაძე ლუქსემბურგიდან საქართველოში კერძო საჰაერო ხომალდებით ჩამოფრენილი ავიაექსპედიციის მონაწილეებს შეხვდა

ზურაბ პატარაძე ლუქსემბურგიდან საქართველოში კერძო საჰაერო ხომალდებით ჩამოფრენილი ავიაექსპედიციის მონაწილეებს შეხვდა

იმედი

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა თითქმის 12 პროცენტით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა თითქმის 12 პროცენტით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი