მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რომის პაპის მესაზე მადრიდში მილიონ ადამიანზე მეტი შეიკრიბა
რომის პაპის მესაზე მადრიდში მილიონ ადამიანზე მეტი შეიკრიბა

რომის პაპის მესაზე მადრიდში მილიონ ადამიანზე მეტი შეიკრიბა

იმედი|imedinews.ge

მადრიდის ქუჩებში, სადაც რომის პაპმა ლეო XIV-მ ღია ცის ქვეშ მესა აღავლინა, მილიონზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. ქვეყანაში თავისი ოფიციალური ვიზიტის მეორე დღეს, კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი მოსახლეობას ქალაქში „პაპმობილით“ გადაადგილებისას ესალმებოდა.

მორწმუნეები ესპანეთისა და ვატიკანის დროშებს აფრიალებდნენ და ყვიროდნენ: „გაუმარჯოს პაპს“, სხვები კი „პლასა დე სიბელესზე“ მისი მისვლისას ყვავილებს ისროდნენ.

ქადაგებისას პაპმა შეკრებილებს მოუწოდა, გამოეხატათ თავიანთი რწმენა სხვების დახმარებით და აღნიშნა, რომ ღმერთი „საკუთარ თავს აიგივებს ღარიბებთან, ჩაგრულებთან, მათთან, ვინც მარტო და მიტოვებულია“. მისივე თქმით, მათ რელიგიას უნდა შეხედონ არა როგორც „წარსულის მუზეუმს, რომელსაც მხოლოდ სტუმრობენ, არამედ როგორც რწმენის სკოლას, საიდანაც დღესაც კი უნდა მიიღონ ცოდნა“.

ეს რომის პაპის პირველი ვიზიტია ესპანეთში ბოლო 15 წლის განმავლობაში. ვიზიტის ფარგლებში ლეო XIV ესპანეთის პარლამენტში სიტყვით გამოვა და კათოლიკურ ეკლესიაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს შეხვდება.

პაპი პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან ერთად, კანარის კუნძულების მონახულებასაც გეგმავს, სადაც ისინი პატივს მიაგებენ ათასობით მიგრანტს, რომლებიც ევროპაში მიღწევის მცდელობისას დაიღუპნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

იმედი

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

იმედი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

იმედი