მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რუბიო აცხადებს, რომ მისი აზრით, ირანელი მომლაპარაკებლები სერიოზულად არიან განწყობილნი აშშ-თან შეთანხმების მისაღწევად
რუბიო აცხადებს, რომ მისი აზრით, ირანელი მომლაპარაკებლები სერიოზულად არიან განწყობილნი აშშ-თან შეთანხმების მისაღწევად

რუბიო აცხადებს, რომ მისი აზრით, ირანელი მომლაპარაკებლები სერიოზულად არიან განწყობილნი აშშ-თან შეთანხმების მისაღწევად

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აცხადებს, რომ მისი აზრით, ირანელი მომლაპარაკებლები „სერიოზულად“ არიან განწყობილნი აშშ-თან შეთანხმების მისაღწევად.

რუბიომ ეს განცხადება ორშაბათს, Fox News-თან ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, რეჟიმის ხელმძღვანელობა განადგურებულია და ცდილობს „დრო მოიგოს“.

„ვფიქრობ, ისინი სერიოზულად ცდილობენ იმ ქაოსიდან თავის დაღწევას, რომელშიც აღმოჩნდნენ. ყველა ის პრობლემა, რაც ირანს ჰქონდა, კვლავ არსებობს. რამდენიმე თვის წინ მათ ჰქონდათ გამოსვლები, ეს იყო ეკონომიკური პროტესტი. ყველა ის სირთულე, რაც ირანს ამ კონფლიქტის დაწყებამდე ჰქონდა, კვლავ აქტუალურია და მათი უმეტესობა გაუარესდა. ფასების ინფლაცია უფრო მაღალია. მათ კვლავ აწუხებთ გვალვა. კვლავ აქვთ პრობლემები ხელფასების გაცემასთან დაკავშირებით. მათი ეკონომიკა პარალიზებულია, ისინი მთელ მსოფლიოში მკაცრი ეკონომიკური სანქციების წინაშე დგანან. ყველა ეს პრობლემა სახეზეა და ბევრი მათგანი დამძიმდა. ახლა კი მათ რაკეტების მხოლოდ ნახევარი დარჩათ, ქარხნები აღარ აქვთ, აღარ ჰყავთ სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალები. ეს ყველაფერი განადგურდა. ასე რომ, ისინი უფრო მძიმე მდგომარეობაში და უფრო სუსტები არიან“, - განაცხადა რუბიომ.

„შევახსენებდი, რომ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დონე საგანგებოა. ირანზე ზეწოლა უპრეცედენტოა და ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტი ბერკეტის გამოყენებაა შესაძლებელი. მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ამ კონფლიქტის შემდეგ მთელ მსოფლიოს თვალი აეხილა იმ საფრთხეზე, რომელსაც ირანი წარმოადგენს. ვიმეორებ, მათ სურთ მსოფლიოს ბირთვული იარაღით ის გაუკეთონ, რასაც ახლა ნავთობით აკეთებენ - სურთ მსოფლიო მძევლად აიყვანონ, რათა აკეთონ ის, რაც მოესურვებათ. ეს მიუღებელია“, - დასძინა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეთანხმება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • "მნიშვნელოვანი ელემენტია საფინანსო სექტორის სტაბილურობისათვის" - კოვზანაძე WB-სთან გაფორმებულ შეთანხმებაზეBM.GE
  • საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 35 მლნ. აშშ დოლარის გამოყოფას "საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის პროექტისთვის"რუსთავი 2
  • ირანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შეაჩერაფორმულა
  • სომხეთმა დაამტკიცა “ტრამპის მარშრუტის” შეთანხმების რატიფიცირების კანონპროექტინეტგაზეთი
შეთანხმება →

მსგავსი სტატიები

ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წარედგინა

ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წარედგინა

იმედი

ნევროლოგი სოფიო ბახტაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესყიდვაზე: ეს წამალი მნიშვნელოვნად გადაავადებს ამ ბავშვების მოტორულ უნარ შეზღუდვას, მათ მიჯაჭვულობას ეტლთან

ნევროლოგი სოფიო ბახტაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესყიდვაზე: ეს წამალი მნიშვნელოვნად გადაავადებს ამ ბავშვების მოტორულ უნარ შეზღუდვას, მათ მიჯაჭვულობას ეტლთან

იმედი

დავით ქართველიშვილი: ჩატარდა „ნაცმოძრაობის“ ცვილის ფიგურების ავატართა პირველი ყრილობა, სადაც მიღებული იქნა არაერთი ვირტუალური გადაწყვეტილება - მათ შორის საქართველოში ავატარული არჩევნების ჩატარების თაობაზე. მანამდე ვირტუალურ ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგება დროებითი ავატარული მინისტრთა კაბინეტი, რომლის ჩამოყალიბება მოხდება ექსტრასენსორული გზით ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით

თემურ მიქელაძე მედიკამენტ „ჯივინოსტატზე“: მისასალმებელია და აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით, ვინც ამ პრეპარატს გამოიყენებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მკურნალობაში