მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რუდი ჯულიანი ჰოსპიტალიზებულია
რუდი ჯულიანი ჰოსპიტალიზებულია

რუდი ჯულიანი ჰოსპიტალიზებულია

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ყოფილი ადვოკატი და თანამებრძოლი, ნიუ-იორკის ექს-მერი რუდი ჯულიანი საავადმყოფოში კრიტიკულ, თუმცა სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება.

როგორც CNN-ს ჯულიანის წარმომადგენელმა ტედ გუდმენმა განუცხადა, „მერი ჯულიანი მებრძოლია, რომელიც გაუტეხელი ძალით ლახავდა თავისი ცხოვრების ყველა გამოწვევას და სწორედ ასეთივე ძალით იბრძვის ის ახლაც“.

გუდმენის განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, თუ რატომ მოხვდა 81 წლის ჯულიანი საავადმყოფოში.

პარასკევს, თავისი გადაცემის America's Mayor Live მსვლელობისას პლატფორმა X-ზე, ჯულიანმა მაყურებელს უთხრა, რომ ხმამ ცოტათი უღალატა, ამიტომ ჩვეულებრივზე ხმამაღლა ვერ ისაუბრებდა. ტრანსლაციის დროს ის ხშირად ახველებდა.

დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ჯულიანი არის „ნამდვილი მებრძოლი და საუკეთესო მერი ნიუ-იორკის ისტორიაში“. მან ასევე დაადასტურა, რომ ჯულიანი „კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი