მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რუმინეთისა და მოლდოვას გაერთიანებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადება რუმინეთის დეპუტატთა პალატამ ავტომატურად დაამტკიცა და ის სენატს გადაეგზავნება
რუმინეთისა და მოლდოვას გაერთიანებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადება რუმინეთის დეპუტატთა პალატამ ავტომატურად დაამტკიცა და ის სენატს გადაეგზავნება

რუმინეთისა და მოლდოვას გაერთიანებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადება რუმინეთის დეპუტატთა პალატამ ავტომატურად დაამტკიცა და ის სენატს გადაეგზავნება

იმედი|imedinews.ge

რუმინეთისა და მოლდოვას გაერთიანებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადება, რომელიც პარტია SOS რუმინეთის პარლამენტარებმა წარადგინეს, ოთხშაბათს დეპუტატთა პალატამ ავტომატურად დაამტკიცა და ის სენატს გადაეგზავნება, რომელიც ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა. ინფორმაციას ამის შესახებ მოლდოვური მედია ავრცელებს.

საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში 14 აპრილს შევიდა და მიიღო უარყოფითი დასკვნა მთავრობისგან, ასევე უარყოფითი მოსაზრებები დეპუტატთა პალატის იურიდიული და ადამიანის უფლებათა კომიტეტებისგან.

ოთხშაბათს, საკანონმდებლო წინადადება დეპუტატთა პალატამ ავტომატურად მიიღო 45-დღიანი ვადის გადაცილების გამო, კონსტიტუციის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 წინადადების შესაბამისად. ის სენატს, როგორც გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს, წარედგინება ინიციატივის სახით, იმის გათვალისწინებით, რომ პლენარულ სხდომაზე დებატები არ გამართულა.

ინიციატივის თანახმად, რუმინეთის პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას რუმინეთისა და მოლდოვას გაერთიანების შესახებ.

News.ro-ს ცნობით, პროექტი ასევე ითვალისწინებს, რომ რუმინეთის პარლამენტი ადასტურებს თავის ერთგულებას ჰელსინკის ეუთოს დასკვნითი აქტის დებულებებისადმი, რომელიც აღიარებს საზღვრების მშვიდობიანი, დიპლომატიური გზით შეცვლის შესაძლებლობას.

ამასთან, ის ავალდებულებს ქვეყნის მთავრობას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გადაუდებელი მოლაპარაკებები მოლდოვის ხელისუფლებასთან გაერთიანების დასასრულებლად.

ამ კანონის მიღებისა და „ოფიციალურ გაზეთში“ გამოქვეყნების შემდეგ, შესაბამისი საერთაშორისო ორგანოები, მოლდოვას მთავრობა, აშშ, ნატო, გაერო და ევროკავშირი ინფორმირებულნი იქნებიან კანონის დებულებების განხორციელების თაობაზე, ნათქვამია საკანონმდებლო წინადადებაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი