მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რუსთაველზე მასშტაბური რეაბილიტაცია იწყება - თბილისის მთავარი გამზირი 4 თვით ყველანაირი ტრანსპორტისთვის გადაიკეტა
რუსთაველზე მასშტაბური რეაბილიტაცია იწყება - თბილისის მთავარი გამზირი 4 თვით ყველანაირი ტრანსპორტისთვის გადაიკეტა

რუსთაველზე მასშტაბური რეაბილიტაცია იწყება - თბილისის მთავარი გამზირი 4 თვით ყველანაირი ტრანსპორტისთვის გადაიკეტა

იმედი|imedinews.ge

რუსთაველზე მასშტაბური რეაბილიტაცია იწყება. თბილისის მთავარი გამზირი ღამის 00:00 საათიდან 4 თვით ყველანაირი ტრანსპორტისთვის გადაიკეტა. პროექტის პირველ ეტაპზე, მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები შეიცვლება.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ცენტრალურ ქსელებს. ასევე, საჰაერო სადენები განთავსდება მიწისქვეშა საკაბელო არხებში. დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები.

ამასთანავე, მოეწყობა ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა, განახლდება გზის სავალი ნაწილი და ტროტუარები, დაიგება ასფალტის საფარი. სრულად შეიცვლება გარე განათების ქსელი - დამონტაჟდება თანამედროვე LED განათების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს გამზირის უკეთეს განათებასა და ენერგოეფექტურობას. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. მოეწყობა მიწისზედა ქვეითთა გადასასვლელები, დამონტაჟდება ახალი საგზაო ნიშნები და დაიხაზება ჰორიზონტალური მონიშვნები.

გამზირის ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. რეაბილიტაციის პერიოდში დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის, როგორც ავტობუსების ისე მიკროავტობუსების მარშრუტებიც. სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

„ნოემბრის ბოლომდე სრულად უნდა დასრულდეს სამუშაოები, ამიტომ საჭიროა სრულად - მთელ გამზირზე, ყველა ლოტზე ერთდროული სამუშაოები. სამუშაოები 24 საათის განმავლობაში იწარმოებს. მოხდება ძირეულად ყველა მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციის სრულად შეცვლა. სამუშაოების დასრულების შემდეგ მოძრაობა ახალი სატრანსპორტო სქემის მიხედვით იქნება. მოეწყობა ახალი გარეგანათების ქსელი, მიწისქვეშა, თანამედროვე ურნები“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა.

პროექტის ჯამური ღირებულება 50 მილიონამდე ლარია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 196 სტატია.

  • თბილისში უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავესფორმულა
  • თბილისში არასრულწლოვნები ცივი იარაღით ტაქსის მძღოლს დაესხნენ თავს და თანხა გასტაცეს - შსსBM.GE
  • ენმ-ს საგანგებო ბრიფინგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტთანტვ პირველი
  • 1-ელ სექტემბერს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალირუსთავი 2
თბილისის →

მსგავსი სტატიები

თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ანაკლიის ბანაკს ესტუმრნენ

თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ანაკლიის ბანაკს ესტუმრნენ

იმედი

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ღირებულებითი განათლების მიმართულებით გადამზადებულ სასულიერო პირებს სერტიფიკატები გადასცეს

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ღირებულებითი განათლების მიმართულებით გადამზადებულ სასულიერო პირებს სერტიფიკატები გადასცეს

იმედი

ბათუმი „გემოფესტს" მასპინძლობს

ბათუმი „გემოფესტს" მასპინძლობს

იმედი

ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს უმასპინძლებს

ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს უმასპინძლებს

იმედი