მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რუსთავის დიდი ისტორიის კიდევ ერთი დასტური - არქეოლოგიურმა ექსპედიციამ რუსთავის შუა საუკუნეების სასახლის დარბაზში თამარ მეფის მამის - გიორგი III-ის პერიოდის მონეტა აღმოაჩინა
რუსთავის დიდი ისტორიის კიდევ ერთი დასტური - არქეოლოგიურმა ექსპედიციამ რუსთავის შუა საუკუნეების სასახლის დარბაზში თამარ მეფის მამის - გიორგი III-ის პერიოდის მონეტა აღმოაჩინა

რუსთავის დიდი ისტორიის კიდევ ერთი დასტური - არქეოლოგიურმა ექსპედიციამ რუსთავის შუა საუკუნეების სასახლის დარბაზში თამარ მეფის მამის - გიორგი III-ის პერიოდის მონეტა აღმოაჩინა

იმედი|imedinews.ge

არქეოლოგიურმა ექსპედიციამ რუსთავის შუა საუკუნეების სასახლის მეოთხე დარბაზში თამარ მეფის მამის - გიორგი III-ის პერიოდის შევარდნიანი მონეტა აღმოაჩინა.

მონეტა მე-12 საუკუნის ქართული ნუმიზმატიკის უნიკალური ნიმუშია. მონეტის შუბლზე გამოსახულია მეფე, რომელსაც ხელზე შევარდენი უზის, არეზე კი ქართული მხედრული წარწერით წერია გიორგი მეფის სახელი და ასომთავრულით - ქორონიკონ 394.

მონეტის უკანა მხარეს არაბულად იკითხება - „მეფეთ მეფე გიორგი, ძე დემეტრესი, მესიის მახვილი".

რუსთავის სასახლეში აღმოჩენილი მონეტა უნიკალურია იმ თვალსაზრისითაც, რომ დღემდე ნაპოვნი პირველი ქართული მონეტაა, რომელზეც მხედრული წარწერაა დატანილი და ქორონიკონით თარიღდება.

რუსთავის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, მიმდინარე ზაფხულის განმავლობაში, სასახლის I, III, IV, V ოთახები სრულად შეისწავლა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს V დარბაზის გათხრები, სადაც კარგად შემონახული ხის იატაკი, დიდი ოდენობით ფეტვი და მარცვლეული, ფეტვით სავსე თიხის დერგი იპოვეს. მნიშვნელოვანი აღმოჩენები გაკეთდა III ოთახშიც, სადაც უნიკალურად მოხატული ჭურჭელი, ადგილობრივი წარმოების მინის სასმისები, მოჭიქული და მოუჭიქავი ჯამები, ქვაბ-ქოთანი, მონეტები და სხვა არტეფაქტები აღმოაჩინეს.

აღნიშნული ექსპონატები XII- XIII საუკუნეებს მიეკუთვნება. სასახლის ქვედა ფენებიდან კი ანტიკური პერიოდის ჭურჭელია ამოტანილი.

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Telegraph: ბრიტანული ინსტიტუტები ტრანსგენდერულ იდეოლოგიასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ ასრულებენ

Telegraph: ბრიტანული ინსტიტუტები ტრანსგენდერულ იდეოლოგიასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ ასრულებენ

იმედი

ესპანური მემარჯვენე პარტია „ვოქსი“ ევროპაში უახლოეს არჩევნებში კონსერვატორების გამარჯვების მიზნით ძალების კოორდინაციას გეგმავს

ესპანური მემარჯვენე პარტია „ვოქსი“ ევროპაში უახლოეს არჩევნებში კონსერვატორების გამარჯვების მიზნით ძალების კოორდინაციას გეგმავს

იმედი

დავით ჩიხელიძე რადიკალ აქტივისტ ახობაძეზე: ე.წ. პატრიოტი გვეუბნება, რომ ქართველების სიკვდილს და ქვეყნის განადგურებას ოვაციით შევხვდეთ - შესაძლოა შენი ქვეყანა და ხალხი არ გიყვარდეს, მაგრამ ასე რატომ უნდა შეიძულო?

ხორვატიაში „ჩრდილოეთის ნაკადების“ აფეთქების საქმეზე კიდევ ერთი უკრაინელი დააკავეს

ხორვატიაში „ჩრდილოეთის ნაკადების“ აფეთქების საქმეზე კიდევ ერთი უკრაინელი დააკავეს

იმედი