მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის სამსახურის თანამშრომლებს ჯანმრთელობის დაცვის პაკეტს მერია დაუფინანსებს
რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის სამსახურის თანამშრომლებს ჯანმრთელობის დაცვის პაკეტს მერია დაუფინანსებს

რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის სამსახურის თანამშრომლებს ჯანმრთელობის დაცვის პაკეტს მერია დაუფინანსებს

იმედი|imedinews.ge

რუსთავის მერია მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურის რეფორმას აგრძელებს. დასაქმებულთა შრომითი პირობების გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალური ავტოტრანსპორტის სამსახურის თანამშრომლებს ჯანმრთელობის დაცვის პაკეტს მერია დაუფინანსებს, - აღნიშნულია რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, აღნიშნული სიახლე „მუნიციპალური ავტობუსების საწარმოს” თანამშრომლებთან შეხვედრაზე გააჟღერა. ქალაქის მერმა გზების რეაბილიტაციისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით დაგეგმილ სხვა ღონისძიებებზეც ისაუბრა.

„რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის თანამშრომლებს შევხვდით და გავაცანით დაზღვევასთან დაკავშირებული სიახლე, რაც მათივე მოთხოვნა იყო. თანამშრომლების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა. რა თქმა უნდა, ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ტრანსპორტის სფეროს რეფორმას იმისთვის, რომ რაც შეიძლება მაღალი ხარისხის სერვისი შევთავაზოთ მოსახლეობას”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ბოლო 4 წლის განმავლობაში, მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში, რუსთავში ახალი შიდასაქალაქო სატრანსპორტო სისტემა ამოქმედდა, ათწლეულების შემდეგ, პირველად, რუსთავიდან თბილისის მიმართულებით დაინიშნა მუნიციპალური ტრანსპორტი, მძღოლებმა და კონტროლიორებმა გაიარეს სპეციალური ტრენინგ-კურსები და რამდენჯერმე მნიშვნელოვნად გაიზარდა მათი შრომითი ანაზღაურებაც.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამსახურის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 62 სტატია.

  • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 1 მაისიდან დღემდე დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 61 ფაქტი გამოავლინარუსთავი 2
  • ბოლო 3 თვეში ₾388 000-ის ღირებულების უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის 61 ფაქტი გამოვლინდა - საგამოძიებო სამსახურიBM.GE
  • ქალებზე ძალადობა სასამართლოში - რა ბედი ელის მანდატურების სამსახურის უფროსსტვ პირველი
  • რიყის დოქების დემონტაჟზე მერიის არქიტექტურის სამსახურმა ნებართვა გასცაფორმულა
სამსახურის →დაცვის →მერია →

მსგავსი სტატიები

ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წარედგინა

ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წარედგინა

იმედი

ნევროლოგი სოფიო ბახტაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესყიდვაზე: ეს წამალი მნიშვნელოვნად გადაავადებს ამ ბავშვების მოტორულ უნარ შეზღუდვას, მათ მიჯაჭვულობას ეტლთან

ნევროლოგი სოფიო ბახტაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესყიდვაზე: ეს წამალი მნიშვნელოვნად გადაავადებს ამ ბავშვების მოტორულ უნარ შეზღუდვას, მათ მიჯაჭვულობას ეტლთან

იმედი

დავით ქართველიშვილი: ჩატარდა „ნაცმოძრაობის“ ცვილის ფიგურების ავატართა პირველი ყრილობა, სადაც მიღებული იქნა არაერთი ვირტუალური გადაწყვეტილება - მათ შორის საქართველოში ავატარული არჩევნების ჩატარების თაობაზე. მანამდე ვირტუალურ ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგება დროებითი ავატარული მინისტრთა კაბინეტი, რომლის ჩამოყალიბება მოხდება ექსტრასენსორული გზით ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით

თემურ მიქელაძე მედიკამენტ „ჯივინოსტატზე“: მისასალმებელია და აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით, ვინც ამ პრეპარატს გამოიყენებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მკურნალობაში