მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რუსთავის N31 საბავშვო ბაღში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს
რუსთავის N31 საბავშვო ბაღში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს

რუსთავის N31 საბავშვო ბაღში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს

იმედი|imedinews.ge

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ რუსთავში N31 საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოებს ახორციელებს.

ბაღის ტერიტორიაზე დარგვითი სამუშაოები აგროტექნიკური სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარეობს და ჯამში 500 ძირი ფოთლოვანი და წიწვოვანი სახის ხე-მცენარე დაირგვება. რეკრეაციული სივრცეების მოწყობის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეების დარგვა ბავშვებისთვის უფრო კომფორტული, ჯანსაღი და ეკოლოგიურად გამართული გარემოს შექმნას უზრუნველყოფს.

450 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირდა. პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა შენობა და მოეწყო უსაფრთხო, კომფორტული და ბავშვების განვითარებაზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურა.

გამწვანების პროცესში მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დანიის პრემიერი: ევროკავშირმა უნდა განიხილოს ესპანეთისთვის შენგენის თავისუფალი გადაადგილების ზონაში მონაწილეობის შეჩერების შესაძლებლობა

დანიის პრემიერი: ევროკავშირმა უნდა განიხილოს ესპანეთისთვის შენგენის თავისუფალი გადაადგილების ზონაში მონაწილეობის შეჩერების შესაძლებლობა

იმედი

მაკა ბოჭორიშვილი: ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ეს გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს არაღიარების პოლიტიკა შედეგებს იღებს

მაკა ბოჭორიშვილი: ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ეს გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს არაღიარების პოლიტიკა შედეგებს იღებს

იმედი

The Atlantic: ტრამპმა უარი თქვა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემისთვის განკუთვნილი 300 რაკეტის გადაცემაზე, რომელთაც ზელენსკი ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე ითხოვდა

The Atlantic: ტრამპმა უარი თქვა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემისთვის განკუთვნილი 300 რაკეტის გადაცემაზე, რომელთაც ზელენსკი ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე ითხოვდა

იმედი

შიდა ქართლის პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 4 პირი დააკავა

შიდა ქართლის პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 4 პირი დააკავა

იმედი