მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რუსთავის საკრებულომ თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსის ახალი მარშრუტი დაამტკიცა
რუსთავის საკრებულომ თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსის ახალი მარშრუტი დაამტკიცა

რუსთავის საკრებულომ თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსის ახალი მარშრუტი დაამტკიცა

იმედი|imedinews.ge

რუსთავის საკრებულომ თბილისის მიმართულებით, მუნიციპალური ავტობუსის ახალი მარშრუტი დაამტკიცა, რომელიც 1 სექტემბრიდან ამოქმედდება. ინფორმაციას რუსთავის საკრებულო ავრცელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულოს 27 აგვისტოს გამართულ სხდომაზე მიიღეს.

როგორც რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული და ქალაქებს შორის გადაადგილების პირობების გაუმჯობესებას ემსახურება.

„სიახლე მაქსიმალურად არის მორგებული მოქალაქეების საჭიროებებზე და მიზნად ისახავს რუსთავსა და თბილისს შორის გადაადგილების პირობების გაუმჯობესებას. დამატებითი მარშრუტი ხელს შეუწყობს მგზავრთა ნაკადის გადანაწილებას, შეამცირებს ლოდინის დროს და მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას, ყოველდღიურად სამსახურებში, უნივერსიტეტებსა თუ სხვა საჭიროებებზე უფრო სწრაფად და კომფორტულად გადაადგილდნენ“, - განაცხადა მამუკა რეხვიაშვილმა.

M3 კატეგორიის მუნიციპალური ავტობუსი 25 ნომრით რუსთავში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყებს მოძრაობას და კახეთის გზატკეცილის გავლით, აუთლეტ ვილიჯის, გაფორმების ეკონომიკური ზონის, ისთ ფოინთის და მეტროსადგურ ამგორის მიმართულებით გადაადგილდება.

ახალი მარშრუტით მგზავრობა მოქალაქეებს რეფორმის ფარგლებში მოქმედი შეღავათიანი ტარიფით შეეძლებათ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 198 სტატია.

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი მალანიას პროცესი მიმდინარეობსრუსთავი 2
  • დღეს, თბილისში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება|"თელასი"BM.GE
  • თბილისში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავესფორმულა
  • თბილისში გარდაცვლილი იპოვეს აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავანეტგაზეთი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

„შეძლებს თუ არა ფონ დერ ლაიენი კონტინენტის ეკონომიკური დაღმასვლის შეჩერებას" - POLITICO იმ საკითხებს ასახელებს, რომლებიც ევროკომისიის პრეზიდენტის პოლიტიკურ მემკვიდრეობას განსაზღვრავს

„შეძლებს თუ არა ფონ დერ ლაიენი კონტინენტის ეკონომიკური დაღმასვლის შეჩერებას" - POLITICO იმ საკითხებს ასახელებს, რომლებიც ევროკომისიის პრეზიდენტის პოლიტიკურ მემკვიდრეობას განსაზღვრავს

იმედი

თბილისის საქალაქო სასამართლომ შეურაცხყოფის მიყენების გამო მოქალაქეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შეურაცხყოფის მიყენების გამო მოქალაქეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

იმედი

დანია უკრაინელ მამაკაცებს ქვეყანაში ბინადრობის უფლებას აღარ მისცემს

დანია უკრაინელ მამაკაცებს ქვეყანაში ბინადრობის უფლებას აღარ მისცემს

იმედი

ზუგდიდში გაზგასამართ პუნქტთან არსებულ ვითარებას ზუგდიდის მერი გაეცნო

ზუგდიდში გაზგასამართ პუნქტთან არსებულ ვითარებას ზუგდიდის მერი გაეცნო

იმედი