
თბილისის საქალაქო სასამართლომ შეურაცხყოფის მიყენების გამო მოქალაქეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა
იმედი|imedinews.ge
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთი საქმე განიხილა.
მიხეილ ტოტიკაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა ლუკა ჭაფოძეს. ჭაფოძემ თავად მიმართა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე ტოტიკაშვილმა შეურაცხყოფის ფაქტი აღიარა და მოინანია. მოსამართლემ ის სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge