მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი ქალაქ ინეგოლის დელეგაციას შეხვდა
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი ქალაქ ინეგოლის დელეგაციას შეხვდა

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი ქალაქ ინეგოლის დელეგაციას შეხვდა

იმედი|imedinews.ge

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, მოადგილეებთან ერთად თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ინეგოლის დეგელაციას სამუშაო ფორმატში შეხვდა. მამუკა რეხვიაშვილმა თურქ კოლეგებს ქალაქის ხელმღვანელ პირებსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, საკრებულოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო.

„შეხვედრის მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდა ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესში საკრებულოს როლზე, საქმიანობის სპეციფიკაზე, წარმომადგენლობითი ორგანოს ფუნქციებსა და იმ ძირითად მიმართულებებზე, რომლებზეც საკრებულო ქალაქის განვითარების მიზნით აქტიურად მუშაობს. ვისაუბრეთ თვითმმართველობის პროცესთან დაკავშირებით და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გავუზიარეთ“, - აღნიშნა მამუკა რეხვიაშვილმა.

მხარეებმა შეხვედრაზე რუსთავსა და ინეგოლს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

„რუსთავსა და ინეგოლს შორის მეგობრობა უკვე მრავალი წელია წარმატებით ვითარდება, თუმცა დარწმუნებული ვარ, აღნიშნული ვიზიტი კიდევ უფრო გააღრმავებს არსებულ ურთიერთობებს და საფუძველს ჩაუყრის ახალ შესაძლებლობებს”, - განაცხადა მამუკა რეხვიაშვილმა.

ოფიციალური შეხვედრის დასასრულს, ქართული მხარის წარმომადგენლებმა სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

სტუმრების ვიზიტი რუსთავში კონკურს-ფესტივალის ,,ქართულის" ფარგლებში შედგა - დელეგაციის შემადგენლობაში ინეგოლის მერის მოადგილე, საკრებულოს წევრები და ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები არიან.

ინფორმაციას რუსთავის საკრებულო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მოქალაქეები გერმანიაში ხედავენ, რომ პრობლემები იზრდება და ჩვენ შეგვიძლია შემოვიტანოთ დამატებითი წესრიგი, შევიმუშაოთ სტრუქტურები, მოქალაქეებს იმედი აქვთ, რომ AfD საუკეთესო პარტიაა