მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რუსთავის ციფრული განვითარების სივრცეში მწვანე ტექნოლოგიების კვირეული ჩატარდა
რუსთავის ციფრული განვითარების სივრცეში მწვანე ტექნოლოგიების კვირეული ჩატარდა

რუსთავის ციფრული განვითარების სივრცეში მწვანე ტექნოლოგიების კვირეული ჩატარდა

იმედი|imedinews.ge

რუსთავის მერიის ინიციატივით, ციფრული განვითარების სივრცეში მწვანე ტექნოლოგიების კვირეული ჩატარდა, - ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, კვირეულის ფარგლებში, ახალგაზრდებს მდგრადი განვითარების ტექნოლოგიებისა და ეკოინოვაციების შესახებ ლექციები ინოვაციების სკოლისა და „Rethink STEM“ სკოლის წარმომადგენლებმა ჩაუტარეს. პროექტში 15-დან 17 წლამდე ასაკის რუსთაველები იყვნენ ჩართული.

მწვანე ტექნოლოგიების კვირეულის მონაწილეები გუნდურ სამუშაოებში ჩაერთნენ და STEAM მიმართულებით საინტერესო გამოცდილება შეიძინეს.

„ქალაქის ურბანულ განვითარებაში მწვანე ტექნოლოგიების გამოყენება, რუსთავის ჰაერის მართვის და ეკოლოგიური სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. არსებული ეკოლოგიური გამოწვევები, მუშაობას რამდენიმე მიმართულებით მოითხოვს. ენერგოეფექტურ პროექტებს რუსთავში ამ ეტაპზეც ვახორციელებთ. მესხიშვილის ქუჩაზე, კორპუსების ენერგოეფექტური რეაბილიტაცია მიმდინარეობს და მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის ახალ ეტაპს, სწორედ ეკოლოგიურ მოთხოვნებზე დაყრდნობით ვგეგმავთ. ახალგაზრდების ჩართვა ამ პროცესში და მათი იდეების გათვალისწინება, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდები სფეროს ექსპერტებს შეხვდნენ, მათთან ერთად ინოვაციურ იდეებზე იმუშავეს, მონაწილეობა მიიღეს ვორქშოფებში და პრაქტიკულ აქტივობებში. ფინალურ პრეზენტაციაზე კი რომელიც რუსთავის ციფრული განვითარების სივრცეში გაიმართა, საკუთარი პროექტები წარმოადგინეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მოქალაქეები გერმანიაში ხედავენ, რომ პრობლემები იზრდება და ჩვენ შეგვიძლია შემოვიტანოთ დამატებითი წესრიგი, შევიმუშაოთ სტრუქტურები, მოქალაქეებს იმედი აქვთ, რომ AfD საუკეთესო პარტიაა