მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რუსთავში ძველი ლიფტების მოდერნიზაციისა და ახლით ჩანაცვლების პროექტი აქტიურად გრძელდება
რუსთავში ძველი ლიფტების მოდერნიზაციისა და ახლით ჩანაცვლების პროექტი აქტიურად გრძელდება

რუსთავში ძველი ლიფტების მოდერნიზაციისა და ახლით ჩანაცვლების პროექტი აქტიურად გრძელდება

იმედი|imedinews.ge

რუსთავში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ლიფტების ახლით ჩანაცვლების და მოდერნიზაციის პროგრამა გრძელდება. ამ ეტაპზე სამუშაოები 15 სხვადასხვა მისამართზე მიმდინარეობს.

რუსთავის მერიის ცნობით, პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ინფრასტრუქტურის სამსახურისა და „რუსთავის კორპუსის“ ხელმძღვანელებთან ერთად გაეცნო.

„ჩვენი გუნდის მიზანია ქალაქში უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა, სწორედ ამიტომ აქტიურად ვაგრძელებთ ლიფტების მოდერნიზაციისა და ახლით ჩანაცვლების პროექტს. დღეისათვის სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლის ბოლომდე ძველი ლიფტების 70% იქნება განახლებული. პროექტი სრულად ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

უახლოეს პერიოდში ლიფტების განახლება კიდევ 15 მისამართზე დაიწყება.

მიმდინარე წელს, ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლება ჯამში, 130 სხვადასხვა მისამართზეა დაგეგმილი.

მრავალბინიან კორპუსებში ლიფტების ახლით ჩანაცვლების და მოდერნიზაციის პროექტის მიზანი საცხოვრებელი შენობების ინფრასტრუქტურის განახლება და მოსახლეობისთვის უსაფრთხო და მოწესრიგებული საცხოვრებელი გარემოს შექმნაა.

პროგრამის დაწყებიდან დღემდე რუსთავში ახალი თანამედროვე ლიფტი უკვე 522 მისამართზე მოეწყო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

The Report Company: Ambassadori Island Batumi - საქართველოს ყველაზე ამბიციური დანიშნულების ადგილი

The Report Company: Ambassadori Island Batumi - საქართველოს ყველაზე ამბიციური დანიშნულების ადგილი

იმედი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ბიზნეს მედია საქართველოს“ - bm.ge მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ბიზნეს მედია საქართველოს“ - bm.ge მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება

იმედი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას პროცესი გაიმართა

იმედი

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ლევან ჟილინი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ლევან ჟილინი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4000 ლარით დააჯარიმა

იმედი