მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რუსთავში, ძველი რუსთავის რესტავრაცია-რეაბილიტაციის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი ხორციელდება
რუსთავში, ძველი რუსთავის რესტავრაცია-რეაბილიტაციის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი ხორციელდება

რუსთავში, ძველი რუსთავის რესტავრაცია-რეაბილიტაციის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი ხორციელდება

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავის ისტორიულ უბნებში 100 საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება-რესტავრაციას, არქიტექტურული სტილის სრული შენარჩუნებით, განახორციელებს. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

ამ ეტაპზე, სამუშაოები ასლანიკაშვილის N3, N5, N7, N11, ბათუმის N19 და N25 საცხოვრებელ კორპუსებში მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში კი ანალოგიური სამუშაოები დაიწყება ჭავჭავაძისა და მშენებელთა ქუჩებზეც.

რეაბილიტაციის პროცესს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

„ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავში უმნიშვნელოვანეს პროექტებს ახორციელებს და მათ შორისაა ბოლო ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც ძველ რუსთავში 100-მდე საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება-რესტავრაციას ითვალისწინებს. პროექტის მიმდინარეობის პროცესში ხშირი კომუნიკაცია გვაქვს მოსახლეობასთან იმისთვის, რომ მათი ინტერესები მაქსიმალურად გავითვალისწინოთ. თითოეული რუსთაველისთვის ძველი რუსთავის ეს უბნები, თავისი არქიტექტურით, განსაკუთრებით ძვირფასია. გამაგრება-რეაბილიტაციის შემდეგ, ეს ქუჩები ისეთივე სავიზიტო ბარათი იქნება ჩვენი ქალაქისთვის, როგორც კოსტავას გამზირი და რუსთაველის ქუჩაა“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

პროექტი ძველი რუსთავის 12 სხვადასხვა ქუჩას მოიცავს და ბათუმის ქუჩაზე არსებული 8 ჰექტარი ფართობის რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაციასაც ითვალისწინებს.

რუსთავში სხვადასხვა პროექტის ფარგლებში გამაგრება-რეაბილიტაცია, დღეისათვის, 18 საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარეობს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ბარამიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ბარამიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

იმედი

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის მიერ წარმოებულ ანტიამერიკულ პროპაგანდაზე: ტრამპის დისკრედიტაციის შეკვეთილი კამპანია რამდენიმე მიზეზით არის გამოწვეული, რომელთაგან არაფერი ჯდება არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის დღის წესრიგში. შესაბამისად, ამ ძალების მართული აგენტურა - პოლიტიკოსები და მათი მედიასაშუალებები - ყველანაირად ეცდებიან ტრამპის ადმინისტრაციის „გაშავებას“

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ რეგიონებში წარმომადგენლობების დაფუძნების კამპანიას ასრულებს

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ რეგიონებში წარმომადგენლობების დაფუძნების კამპანიას ასრულებს

იმედი

ტრამპი: სავარაუდოდ, საუდის არაბეთის ნავთობსადენზე თავდასხმაზე პასუხისმგებელი ირანია

ტრამპი: სავარაუდოდ, საუდის არაბეთის ნავთობსადენზე თავდასხმაზე პასუხისმგებელი ირანია

იმედი