მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩა #5-ში ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს გამაგრება-რეაბილიტაცია უტარდება
რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩა #5-ში ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს გამაგრება-რეაბილიტაცია უტარდება

რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩა #5-ში ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს გამაგრება-რეაბილიტაცია უტარდება

იმედი|imedinews.ge

რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩა #5-ში ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს გამაგრება-რეაბილიტაცია უტარდება. პროექტი დასკვნით ეტაპზეა და უახლოეს დღეეებში დასრულდება.

რუსთავის მერიამ, ლერმონტოვის #5-ის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დაიწყო. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე პროექტის მიმდინარეობას, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურა ტაბაღუასთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად გაეცნო.

„ლერმონტოვის #5-ის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე სრულდება. ეს არის ყველაზე მასშტაბური და უპრეცედენტო პროექტი ჩვენი გუნდისთვის იმ კუთხით, რომ მოხდა შენობის ნაწილის სრული დემონტაჟი და ახლის მშენებლობა. უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, დროებით მოსახლეობის გაყვანა მოხდა შენობიდან. უკვე ვასრულებთ სამუშაოებს და 27 ოჯახი ძალიან მალე დაუბრუნდება თავის საცხოვრებელ ადგილს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

პროექტის მიმდინარეობისას, შენობის ავარიული ნაწილის სრული დემონტაჟი განხორციელდა და ახალი კონსტრუქცია მოეწყო. რეაბილიტაცია ჩაუტარდა საცხოვრებელი კორპუსის ფასადს, მოეწყო აივნები, ასევე გამოიცვალა სახურავი და კარ-ფანჯრები.

ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 824 048 ლარია და სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

დღეისათვის რუსთავში საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციის მიზნით, უპრეცენდენტო მასშტაბის პროექტები მიმდინარეობს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსეთის სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

რუსეთის სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

იმედი

The Telegraph: აშშ ბრიტანეთს ფოლკლენდის კუნძულებზე სუვერენიტეტის მხარდაჭერის შეწყვეტით ემუქრება, თუ ლონდონი თავდაცვის ხარჯებს არ გაზრდის

The Telegraph: აშშ ბრიტანეთს ფოლკლენდის კუნძულებზე სუვერენიტეტის მხარდაჭერის შეწყვეტით ემუქრება, თუ ლონდონი თავდაცვის ხარჯებს არ გაზრდის

იმედი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი: მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, გზები სრულადაა აღდგენილი. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ელექტროენერგია მოსახლეობას სრულად მიეწოდება

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი: მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, გზები სრულადაა აღდგენილი. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ელექტროენერგია მოსახლეობას სრულად მიეწოდება

იმედი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

იმედი