მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რუსთავში სტუდენტური ფესტივალი გაიხსნა
რუსთავში სტუდენტური ფესტივალი გაიხსნა

რუსთავში სტუდენტური ფესტივალი გაიხსნა

იმედი|imedinews.ge

ამ წუთებში, რუსთავში, ახალგაზრდული ფესტივალი „სტუდფესტი 2026“ იხსნება.

ფესტივალის გახსნის საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი, კახა კალაძე, განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე და რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე ესწრებიან. მათ შეკრებიულ ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს.

სტუდენტური ფესტივალი წლის ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველწლიურად საქართველოს თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებლის რამდენიმე ათასი სტუდენტი მონაწილეობს.

დაგეგმილია 45 კონკურსი - შეჯიბრი, როგორც სპორტული, ისე კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებით.

ყველა ღონისძიება თანაბრად მნიშვნელოვანია. წელს ერთ-ერთი სიახლეა მარათონი, რომელიც 14 ივნისს თბილისში გაიმართება - 5 კმ იან დისტანციაზე სირბილში სტუდენტების გარდა, მონაწილეობას ნებისმიერ მსურველი შეძლებს. კულტურული მიმართულებით ღონისძიებები ქუთაისში, გორში, ბათუმში, ზუგდიდში, ახალციხესა და თელავში გაიმართება.

საკმაოდ სოლიდურია საპრიზო ფონდი, ყველა გამარჯვებული დაჯილდოვდება 21 ივნისს, ფესტივალის, ასევე, გრანდიოზულ საზეიმო დახურვაზე. განსაკუთრებით გვსურს აღვნიშნოთ პრიზი საუკეთესო გულშემატკივრისთვის.

წლის გამარჯვებული უმაღლესი სასწავლებლის წოდებას ის უნივერსიტეტი მოიპოვებს, რომლის სტუდენტებიც ყველაზე მეტ ასპარეზობაში გაიმარჯვებენ.

სტუდენტური ფესტივალის პარტნიორია საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, რუსთავის მერია და ახალგაზრდობის სააგენტო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი