
საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებმა სისხლის დონაციის აქციაში მიიღეს მონაწილეობა
იმედი|imedinews.ge
დღეს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) სისხლის დონაციის აქცია გაიმართა. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, ცესკოს აპარატისა და საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებმა საჭიროების მქონე პაციენტებისთვის სისხლი უანგაროდ გაიღეს, - ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დონაციის აქცია შ.პ.ს. ,,ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალურ ბანკთან“ თანამშრომლობით გაიმართა, რომელიც თბილისსა და რეგიონებში 80-მდე კლინიკას ამარაგებს.
„სისხლის დონაციის აქციაში საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლები მრავალი წელია მუდმივად მონაწილეობენ და სხვადასხვა სისხლის ბანკთან თანამშრომლობით ხელს უწყობენ სისხლის ბანკის მარაგის შევსებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge