
სერბეთში 2025-ში აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტებისთვის 10 პოლიციელი დაკაავეს
სერბეთში, გასულ წელს გამართული ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტებისა და წამების ბრალდებით 10 პოლიციელი დააკავეს.
დაკავებულებს შორის ცხრა მოქმედი და ერთი ყოფილი სამართალდამცველია. ინფორმაციას Reuters სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, დაკავებულებს ბრალად ედებათ 2025 წლის 14-15 აგვისტოს, ბელგრადის ცენტრში მდებარე მთავრობის შენობის ავტოფარეხში რამდენიმე პირის წამება და დაშინება.
სერბეთში საპროტესტო აქციები 2024 წლის ნოემბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ნოვი-სადის რკინიგზის სადგურში ბეტონის კონსტრუქცია ჩამოინგრა. კონსტრუქციის ქვეშ იმყოფებოდნენ მგზავრები, მათ შორის ბავშვები და ახალგაზრდები. დემონსტრანტები ხელისუფლებისგან ტრაგედიაზე პასუხისმგებელი პირების დასჯასა და კორუფციასთან ეფექტიან ბრძოლას მოითხოვდნენ. საპროტესტო გამოსვლები 2025 და 2026 წლებშიც გაგრძელდა.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge