
საბურთალოს რაიონის გამგებელი: ცხელი ხაზის მეშვეობით, ჩვენი რაიონის თანამშრომლები ყველა შეტყობინებაზე ადგილზე მიდიან და ეს პროცესი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება - ყველა შეტყობინებაზე რეაგირება გვექნება
უხვი ნალექის შედეგად ცენტრალურ საბურთალოზე რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. სანიაღვრე სამსახურმა ოპერატიულად იმუშავა. ამ ეტაპისთვის ყველა პრობლემა აღმოფხვრილია, - განაცხადა ვიდეოჩართვაში საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გიზო ვასაძემ.
„ცხელი ხაზის მეშვეობით, ჩვენი რაიონის თანამშრომლები ყველა შეტყობინებაზე ადგილზე მიდიან და ეს პროცესი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. ყველა შეტყობინებაზე რეაგირება გვექნება.
ასევე, ჩიქოვანის ქუჩაზე დაზიანდა გაზსადენი მილი, რის გამოც მოხდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია. ამ წუთებში მიმდინარეობს ქსელის აღდგენა. ამ ეტაპზე 2 300 აბონენტს გაზი არ მიეწოდება და როგორც „თბილისი ენერჯი“- ში აცხადებენ, გაზის აღდგენა დილისთვის მოხდება, რადგან უსაფრთხოებისთვის, ამხელა მასშტაბის გამორთვის შემდეგ გაზის მიწოდების აღდგენა ღამე რეკომენდებული არ არის.
ჩვენ ოპერატიულად ყველა შეტყობინებაზე ვრეაგირებთ და მოვალთ ყველგან, სადაც საჭიროა“,- განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge