
ტრამპი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეს მალე აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებს
იმედი|imedinews.ge
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მალე ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებს.
„მას შემდეგ, რაც ირანის დამარცხებას დავასრულებთ... ჰორმუზის სრუტეს შეერთებული შტატების ტერიტორიად გამოვაცხადებ“, - განაცხადა ტრამპმა წინასაარჩევნო მიტინგზე გამოსვლისას.
ტრამპს ამ ნაბიჯის დეტალებზე არ უსაუბრია და გაურკვეველია, ექნება თუ არა ამას რაიმე პრაქტიკული შედეგი, იმის გათვალისწინებით, რომ ირანს კვლავ შესწევს უნარი, ხელი შეუშალოს ნაოსნობას ამ სრუტეში.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge