მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სადირ ჟაპაროვი: მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრემიერის პირველი ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთში არის ისტორიული მოვლენა, განვიხილეთ ორმხრივი დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი საკითხები, როგორიცაა პოლიტიკური დიალოგი, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, საინვესტიციო და დარგობრივი თანამშრომლობა, ასევე კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების განვითარება
სადირ ჟაპაროვი: მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრემიერის პირველი ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთში არის ისტორიული მოვლენა, განვიხილეთ ორმხრივი დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი საკითხები, როგორიცაა პოლიტიკური დიალოგი, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, საინვესტიციო და დარგობრივი თანამშრომლობა, ასევე კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების განვითარება

იმედი|imedinews.ge

მინდა, გამოვხატო მადლიერება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიმართ ჩემი მოწვევის მიღებისა და ყირგიზეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტისთვის, მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთში არის ისტორიული მოვლენა, - განაცხადა ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ურთიერთნდობასა და ხანგრძლივ თანამშრომლობას ეფუძნება და მნიშვნელოვანია რეგულარული პოლიტიკური დიალოგის შენარჩუნება.

„საქართველო ყირგიზეთის რესპუბლიკის მნიშვნელოვანი პარტნიორია, ხოლო ჩვენი ურთიერთობები ეფუძნება ურთიერთნდობას, ურთიერთპატივისცემასა და ხანგრძლივ თანამშრომლობას. მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთში არის ისტორიული მოვლენა. მართლაც, ყირგიზულ-ქართული დიპლომატიური ურთიერთობების 34-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ეს არის პირველი ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთში ჩვენი ქართველი მეგობრების მხრიდან ასეთ მაღალ დონეზე. დღევანდელი მოლაპარაკებები ღია მეგობრულ და კონსტრუქციულ ატმოსფეროში წარიმართა. ამომწურავად განვიხილეთ ორმხრივი დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი საკითხები, როგორიცაა პოლიტიკური დიალოგი, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, საინვესტიციო და დარგობრივი თანამშრომლობა, ასევე კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების განვითარება. პოლიტიკური ურთიერთობები მტკიცე და ნდობაზე დაფუძნებული იყო ჩვენს სახელმწიფოებს შორის და ეს არის მართლაც ძლიერი საფუძველი ყველა სფეროში თანამშრომლობისთვის. ამ კონტექსტში, ჩვენ ხაზს ვუსვამთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რეგულარული პოლიტიკური დიალოგის შენარჩუნება, ასევე მთავრობათაშორისი და პარლამენტთაშორისი კონტაქტების გაღრმავება, ასევე კონსულტაციების გაფართოება ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის“, - აღნიშნა ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრემიერ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 123 სტატია.

  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიაფორმულა
  • უნგრეთის პრემიერს პირდაპირ ეთერში შეაფურთხეს | პეტერ მადიარი საჩივრის შეტანას არ აპირებსBM.GE
  • უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგებატვ პირველი
პრემიერ →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი